Logo

ჯანმრთელობა

თინეიჯერებს სულ უფრო ნაკლები სძინავთ - ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები

თინეიჯერებს სულ უფრო ნაკლები სძინავთ  - ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე თინეიჯერების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ძილის დეფიციტია.

ეკრანებთან გატარებული დრო, გადატვირთული დღის რეჟიმი, მუდმივი სტრესი და არეული ბიოლოგიური საათი მოზარდების ყოველდღიურობად იქცა.

სპეციალისტები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ არასაკმარისი ძილი მხოლოდ დაღლილობას არ ნიშნავს. ის სწავლაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ქცევასა და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ძილი

ამ პრობლემის მასშტაბს ნათლად აჩვენებს ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ დაკვირვებას ეყრდნობა. ნაშრომი თითქმის 121 000 საშუალო სკოლის მოსწავლის მონაცემებს აერთიანებს და აჩვენებს, რომ მოზარდებში ძილის დეფიციტი უკვე საყოველთაო ხასიათს ატარებს.

კვლევის მიხედვით, 2023 წელს საშუალო სკოლის მოსწავლეების 77%-ს რეკომენდებულზე ნაკლები ეძინა, მაშინ როცა 2007 წელს ეს მაჩვენებელი 69% იყო. ექიმები და სპეციალისტები თინეიჯერებისთვის ღამეში 8-10 საათიან ძილს მიიჩნევენ საჭიროდ, თუმცა რეალობა ნორმას ყოველდღიურად უფრო შორდება.

ძილი


საყურადღებოა, რომ მკვეთრად გაიზარდა იმ მოზარდების წილი, ვისაც ძალიან მოკლე ძილი აქვს. თუ 2007 წელს მოსწავლეთა 16% ამბობდა, რომ ღამეში 5 საათი ან ნაკლები ეძინა, 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 23%-მდე გაიზარდა.
ანუ საქმე მხოლოდ იმაში აღარ არის, რომ თინეიჯერებს ძილი აკლიათ, კვლევამ აჩვენა, რომ თაობის დიდ ნაწილს, კრიტიკულად ცოტა სძინავს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემა მხოლოდ იმ მოზარდებში არ გამწვავებულა, ვისაც უკვე ჰქონდა სხვა რისკფაქტორები, მაგალითად ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება, მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები, ნივთიერებების მოხმარება ან ფიზიკური უმოქმედობა. არასაკმარისი ძილი გაიზარდა იმ ჯგუფებშიც, რომლებიც ამგვარი რისკებით არ გამოირჩეოდნენ.

ძილი

სპეციალისტების შეფასებით, ძილის ქრონიკული დეფიციტი პირდაპირ აისახება კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე, ემოციურ სტაბილურობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ის შეიძლება დეპრესიის, შფოთვის, გაღიზიანების და ქცევითი პრობლემების რისკსაც ზრდიდეს.
ამიტომ, შემცირებული ძილის დრო თინეიჯერებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა.

ავტორი: ზმნა

03/27/2026

თინეიჯერებიკვლევასაგანგაშოძილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024