Logo

კულტურა

"თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი" - ლეილა აბაშიძის მოგონება თენგიზ არჩვაძეზე

"თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი" - ლეილა აბაშიძის მოგონება თენგიზ არჩვაძეზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„ფილმი შეხვედრა მთაში“ქართველი მაყურებლისთვის დღემდე ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმად რჩება.

ვრცელდება უამრავი ისტორია, რომელიც ფილმის გადაღების ძალიან საინტერესო პროცესს აღწერს.

მსახიობები ჰყვებიან მხიარულ ისტორიებს, რომელთა დიდი ნაწილი, ხევსურებთან ურთიერთობის ამბებს ეხება.

ხევსური ქალის სამძივარისას ამბავს ჰყვება ლეილა აბაშიძე თავის ერთ-ერთ მოგონებაში.

„მახსოვს, როდესაც ვიღებდით ფილმს “შეხვედრა მთაში”, რეჟისორმა კოლია სანიშვილმა მითხრა, ხევსურული კილო შეისწავლეო. არადა, მთის ქალებს ლაპარაკი არ უყვართ.

ერთი მშვენიერი ხევსური ქალი, სახელად სამძივარისა შევარჩიე, დავდევ და ველაპარაკები, ის კიდევ ყველაფერზე “ჰო”-ს ან “არა”-ს გაიძახის.

– რა ვქნა, ბატონო კოლია, არაფერი გამომდის, ყველაფერზე “ჰოს” და “არას”გაიძახის სამძივარისა-სმეთქი, – შევჩივლე რეჟისორს.

– სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი თენგიზი უყვარსო, – გამოსავალი მასწავლა რეჟისორმა.

გამოგიტყდებით და, არა მარტო მას, თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი,” - იხსენებდა ლეილა აბაშიძე.

წყარო: ლეილა აბაშიძე, გაზეთი „თბილისი“, ნოემბერი, 2001 წ.

ავტორი: ზმნა

02/24/2026