Logo

თქვენი ფერიტინის „ნორმალური“ მაჩვენებელი სინამდვილეში შესაძლოა დეფიციტზე მიუთითებდეს - ექიმის განმარტება

თქვენი ფერიტინის „ნორმალური“ მაჩვენებელი სინამდვილეში შესაძლოა დეფიციტზე მიუთითებდეს - ექიმის განმარტება

09/20/2026

ტექსტის ზომა


ამერიკის ჰემატოლოგთა ასოციაციამ (ASH) რკინის დეფიციტის დიაგნოსტიკის გაიდლაინები განაახლა და სისხლში ფერიტინის ზღვრული მაჩვენებლები გაზარდა.

ეს ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი, ვისი ლაბორატორიული პასუხიც აქამდე ფორმალურად „ნორმის ფარგლებში“ ჯდებოდა, სინამდვილეში რკინის დეფიციტით ცხოვრობს.

ახალი სამედიცინო რეკომენდაციები განსხვავებულ ნორმებს ადგენს ასაკის, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებისა და რისკ-ჯგუფების მიხედვით.

ფერიტინი

რა მიჩნევა ახალ ზღვრად ბავშვებში, მოზრდილებსა თუ ორსულებში და როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ხელახალი შეფასებისთვის?
ექიმი გურანდა ძინძიბაძე ფერიტინის დიაგნოსტიკის ახალი მაჩვენებლების შესახებ

გურანდა ძინძიბაძე

„რკინის დეფიციტის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პრინციპში ექიმები ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ, თუმცა ახლა უკვე ოფიციალურად დასტურდება ეს ფაქტი.


ამერიკის ჰემატოლოგთა ასოციაციის გაიდლაინში ფერიტინის ის ზღვარი გაიზარდა, რომლის ქვემოთაც რკინის დეფიციტი ოფიციალურად დასტურდება.
ანუ, შესაძლოა თქვენი ფერიტინი აქამდე ნორმად იყო მიჩნეული, მაგრამ ამ ახალი გაიდლაინით უკვე დეფიციტს ნიშნავდეს.

ფერიტინი

ახალი რეკომენდაციით:

ბავშვებში (9 თვიდან 4 წლამდე): ფერიტინის მაჩვენებელი 20-ზე ნაკლები ნიშნავს დეფიციტს.

მოზრდილებში: ფერიტინის მაჩვენებელი 30-ზე მაღალი უნდა იყოს (ანუ 30 ან ნაკლები დეფიციტია).

მაღალი რისკის ჯგუფებში (მათ შორის, ვისაც აქვს ჭარბი მენსტრუაცია და ორსულები ანემიით): ფერიტინის მაჩვენებელი 50-ზე მაღალი უნდა იყოს.

ანთების დროს (მაგალითად: სიმსივნის, ქრონიკული ანთების ან ნაწლავური ინფექციების დროს): ფერიტინის რეკომენდებული რაოდენობა 100 არის," - განმარტავს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

გურანდა ძინძიბაძედეფიციტიმაჩვენებელიფერიტინი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026