Logo

სასარგებლო რჩევები

"თქვენი ცხოვრება იმ სიტყვებით იქმნება, რომლებსაც ყოველდღე ამბობთ" - რჩევები კუნდალინი იოგის ინსტრუქტორისგან

"თქვენი ცხოვრება იმ სიტყვებით იქმნება, რომლებსაც ყოველდღე ამბობთ" - რჩევები კუნდალინი იოგის ინსტრუქტორისგან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


„ფრთხილად იყავით სიტყვებთან“ - ეს გაფრთხილება ალბათ ყველას ერთხელ მაინც მოგვისმენია. თუმცა რა ხდება სინამდვილეში და რამდენად შეუძლია სიტყვას ჩვენი რეალობის, განწყობისა და ცხოვრების გზის შეცვლა?
ამ საკითხზე კუნდალინი იოგის საერთაშორისო სერტიფიცირებული ინსტრუქტორი მარინა კვატაია საუბრობს და განმარტავს, რატომ ანიჭებენ სხვადასხვა სულიერ პრაქტიკაში სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

"რა მოხდებოდა, თუ გეტყოდით, რომ თქვენი ცხოვრება იმ სიტყვებით იქმნება, რომლებსაც ყოველდღე ამბობთ?

სიტყვის ძალაზე საუბრისას ხშირად მახსენდება სანსკრიტი ერთ-ერთი უძველესი ენა, რომელსაც იოგასა და მანტრების ტრადიციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თავად სიტყვა „სანსკრიტი“ ნიშნავს დახვეწილს, სრულყოფილს, გაწმენდილს.

იოგას ტრადიციაში მიიჩნევა, რომ სანსკრიტის თითოეულ ბგერას, სიტყვასა და მანტრას თავისი ვიბრაცია აქვს. ამიტომ მანტრები მხოლოდ ტექსტი არ არის, რომელსაც ვიმეორებთ ისინი ხმის საშუალებით ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე ზემოქმედების გზაა.

მანტრა

სწორედ აქ იკვეთება კავშირი იოგას გაკვეთილზე დასმულ კითხვასთან: „რატომ ვმღერით მანტრებს?“ რადგან სიტყვას ძალა აქვს. და ეს ძალა მხოლოდ მანტრებში არ ვლინდება. ის ვლინდება ყველა სიტყვაში, რომელსაც ყოველდღიურად ვამბობთ.

რასაც ვეძებთ - იმას ვპოულობთ. რასაც ვიმეორებთ - იმას ვაძლიერებთ. რასაც ვასახელებთ - იმას ვკვებავთ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რა სიტყვებს ვიყენებთ ყოველდღიურად ჩვენს ცნობიერებაში. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ -ვსაუბრობთ სხვებთან, ვსაუბრობთ ჩვენს შვილებთან, ვსაუბრობთ საყვარელ ადამიანებთან...მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარ თავთან ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რა სიტყვებს ვირჩევთ.

ამას ძალიან ხშირად ვხედავ ჩემს იოგას გაკვეთილებზე. ადამიანები სხვადასხვა მდგომარეობით მოდიან. ვიღაც სამსახურის შემდეგ მოდის, ვიღაც დაღლილია, ვიღაც შფოთვას ატარებს, ვიღაც შინაგანი სიმშვიდის ძიებაშია... და ამიტომ ვიწყებთ მანტრებით. არა იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ტრადიციაა. არა იმიტომ, რომ ეს „ეგზოტიკურად“ ჟღერს. არამედ იმიტომ, რომ ხმა და სიტყვა გვეხმარება შევჩერდეთ, მივუბრუნდეთ საკუთარ თავს და ერთ ტალღაზე ვიყოთ.

მე არაერთხელ მინახავს, როგორ იცვლება სივრცე პირველი მანტრების შემდეგ - სუნთქვა ღრმავდება, სახეები მშვიდდება, გონება ნელ-ნელა ტოვებს დღის ხმაურს და ადამიანი საკუთარ თავთან ბრუნდება.

ძველი ენები, რომლებზეც ბევრი მანტრაა შექმნილი, მხოლოდ კოკინიკაციის მნიშვნელობას არ ატარებენ. ისინი გარკვეულ ვიბრაციასაც ატარებენ. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ისინი თითქოს გასაღებებია. გასაღებები, რომლებიც გვეხმარება გავხსნათ ჩვენში სიმშვიდე, სიცხადე, ნდობა და კავშირი უფრო მაღალ ცნობიერებასთან.

მაგრამ თუ დავფიქრდებით, მანტრები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენი ნამდვილი პრაქტიკა იწყება მაშინ, როცა ჩვეულებრივ სიტყვებს ვირჩევთ - როცა ვსაუბრობთ, როცა ვწერთ, როცა საკუთარ თავთან დიალოგს ვაწარმოებთ... რადგან სიტყვები ხდება ფიქრები, ფიქრები ხდება მდგომარეობა, მდგომარეობა კი ქმნის ჩვენს ცხოვრებას...

სიტყვა

ალბათ ამიტომაც ამბობს სიბრძნის მრავალი ტრადიცია: „თავდაპირველად იყო სიტყვა.“ და ალბათ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სიტყვებს სიფრთხილით, პატივისცემითა და ცნობიერებით მოვეპყროთ.

რადგან ყოველი სიტყვა, რომელსაც სამყაროში ვუშვებთ, ჯერ ჩვენს შიგნით ქმნის რაღაცას და მხოლოდ შემდეგ ჩვენს გარშემო," - განმარტავს კუნდალინი იოგის ინსტრუქტორი და რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც გვიზიარებს.

"შეგვიძლია ეს პრაქტიკა ძალიან მარტივი ნაბიჯით დავიწყოთ:

სანამ მნიშვნელოვან საუბარს დავიწყებთ, რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა გავაკეთოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ რა მდგომარეობიდან ვლაპარაკობ ახლა?

ასევე სასარგებლოა დღის განმავლობაში დავაკვირდეთ, როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს და შევცვალოთ თვითკრიტიკული ფრაზები უფრო მხარდამჭერი სიტყვებით.

სწორედ ასეთი მცირე, მაგრამ ცნობიერი არჩევანები ქმნის უფრო მშვიდ, გულწრფელ და ჰარმონიულ ურთიერთობებს როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან.

და გახსოვდეს ნებისმიერი პრაქტიკა ეს მუშაობაა საკუთარ თავზე რომელიც მომავალში ქმნის საფუძველს ძლიერი, ცნობიერი და ბარაქის ენერგიის მიმზიდველი," - გვირჩევს მარინა კვატაია.

ავტორი: ზმნა

06/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024