Logo

საზოგადოება

"თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ეპისკოპოსებზე ჯიპების ჩამორიგება იყო" - პეტრე კოლხი სააკაშვილს მიმართავს

"თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ეპისკოპოსებზე ჯიპების ჩამორიგება იყო" - პეტრე კოლხი სააკაშვილს მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს სტატუსს "ტვ პირველზე", გადაცემაში, გია ბარამიძესთან დიანა ტრაპაიძის მიერ ნათქვამ ფრაზაზე.

"დიანა ტრაპაიძემ გია ბარამიძესთან საუბარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყველაზე კარგი რაც მე გავაკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე ისაა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი 2012-ში" - ასე იწყება მეოთხე პრეზიდენტის პოსტი სოციალურ ქსელში და შემდეგ ის გრძელდება. პოსტის ქვეშ უამრავი კომენტარია, სადაც სააკაშვილის შეცდომებს წერენ. მათ შორისაა პეტრე კოლხიც, რომლის კომენტარსაც 400-ზე მეტი მოწონება აქვს.

პეტრე კოლხი: მოგესალმებით… პირველად ვწერ თქვენ კედელზე კომენტარს…

მე მაინც ვთვლი, რომ თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, ეპისკოპოსების გაზულუქება, მათი გავლენების გაფართოება, დაუმსახურებელი დაფინანსება, ჯიპების ჩამორიგება და წახალისება იყო…

ზუსტად ისინი გესროდნენ პირველ ქვებს…

ხომ კარგად იცოდით, რომ არ დაგინდობდნენ, არ გაგითვალისწინებდნენ…

მე მაშინაც მაღიზიანებდა იმ წვეროსნების ფარისევლური დამოკიდებულება თქვენდამი, ვისაც რეზიდენციაში უფლის ხატის გვერდზე თქვენი ფოტო ეკიდა, რადგან ვიცოდი, რომ იმ კედელს სხვა დროს ივანიშვილის გამოსახულება "დაამშვენებდა"…

ეს დროც დადგა, მაგრამ ანაფორიანი თაღლითები, არც ივანიშვილზე გიჟდებიან, მათი მთავარი ღმერთი, ფული და გავლენებია…

თქვენ ის უნდა გექნათ, რასაც სომხეთი ახლა აკეთებს. სააშკარაოზე გამოგეტანათ რუსეთის ჯაშუში სასულიერო პირები… რისი შეგეშინდათ, ეკლესიის მტერიაო-იტყოდნენ?! ამას ისედაც ამბობენ!..

ავტორი: ზმნა

11/08/2025