ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ადამიანისთვის დღის განმავლობაში 50-100 ღერამდე თმის დაკარგვა ბუნებრივი მოვლენაა. დაკარგული თმების ადგილზე ახალი თმა ამოდის და იზრდება.
ბალანსი ირღვევა მაშინ, როცა თმა ცვივა და ნაკლები თმა იზრდება.
ამ მოვლენას სამედიცინო ენაზე "ალოპეცია" ჰქვია.

ქალებში თმის ცვენის რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს, მათ შორის:
. დაზიანებული თმის ფოლიკულები
. კვებითი ჩვევების ცვლილება (წონის სწრაფი დაკლება)
. სტრესი
. თმის ქიმიური პროცედურები
. მკურნალობა, როგორიცაა ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია
. ძირითადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა პათოლოგიური ფარისებრი ჯირკვალი, ანემია, ვიტამინის დეფიციტი და ა.შ.
. ჰორმონალური ცვლილებები (ორსულობა, მენოპაუზა )
. გარკვეული მედიკამენტები და დანამატები (არტერიული წნევის წამლები, პოდაგრის სამკურნალო საშუალებები და A ვიტამინის მაღალი დოზები).
. გენეტიკური მიდრეკილება

რა ნიშნები შეეძლება ჩაითვალოს თმის ცვენის საყურადღებო შემთხვევის მანიშნებლად?
. ცვენის რაოდენობის ყოველდღიური მატება
. თმის გათხელება
. თავის უთმო ნაწილის გაფართოება. თმაში სკალპის კანის დანახვა. თმის ცვენის შეგრძნება
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთვის უცხო არ არის, საჭიროა მოძებნოთ თმის ცვენის მიზეზი. ამისათვის სასურველია უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
. რა სახის თმის პროდუქტებს იყენებთ?
. რა სახის ვარცხნილობებს ატარებთ?
. გაქვთ თუ არა თმის მოწიწკნის ჩვევა (ტრიქოტილომანია)?
. თქვენს ახლო ნათესავში ვინმეს თუ ჰქონდა თმის ცვენა?
. რაიმე სტრესული ხდება თქვენს ცხოვრებაში?
. რა მედიკამენტებსა და დანამატებს იღებთ ყოველდღე?
. რა საკვები შედის თქვენს ყოველდღიურ რაციონში?

თმის ცვენის მკურნალობა დამოკიდებულია მის მიზეზზე. პირველ ეტაპზე შეეცადეთ შეცვალოთ თმის მოვლის რეჟიმი - გამოცვალეთ თმის მოვლის საშუალებები, შეამცირეთ სტრესი, შეიცვალეთ ვარცხნილობა,შეამოწმეთ სისხლში ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა.
თუ თმის ცვენა გახანგრძლივდა და თმის მოვლის რეჟიმის ცვლილებამ სასურველი შედეგი არ გამოიღო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
არსებობს ცვენის მკურნალობის რამდენიმე სამედიცინო გზა, რომელსაც სპეციალისტი შემოგთავაზებთ:
. სკალპის მიკრონედლინგი
. ცილებით მდიდარი პლაზმის (PRP) ინექციები თმის ზრდის გასაძლიერებლად
. თმის გადანერგვის ოპერაცია

მკურნალობის მეთოდები და შედეგი, ცვენის ტიპსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.
თმის ცვეის ზოგიერთი სახეობა შეუქცევადი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ თმის ფოლიკულების დაზიანება გაქვთ.
თუმცა ძირითად შემთხვევებში, მკურნალობის შედეგად გათხელების სიჩქარე მცირდება, თმა ხელახლა იწყებს ზრდას და თმის ცვენა დროთა განმავლობაში შეწყდება.
10/22/2025