
09/20/2026
მშობლის მხრიდან ძალადობა ყოველთვის ყვირილს, ფიზიკურ დასჯას ან აშკარა სისასტიკეს არ გულისხმობს.
ზოგჯერ გარედან ოჯახში ყველაფერი წესრიგში ჩანს, ბავშვზე ზრუნავენ, მის საჭიროებებს უზრუნველყოფენ და სიყვარულსაც გამოხატავენ, თუმცა ურთიერთობაში მუდმივი კრიტიკა, დამცირება, კონტროლი და მანიპულაცია ბავშვის ფსიქიკაზე ისეთ კვალს ტოვებს, რომელიც წლების შემდეგაც შეიძლება გაჰყვეს.
ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე სწორედ მშობლობის ამ ნაკლებად თვალსაჩინო მხარეზე საუბრობს და განმარტავს, რატომ არის ბავშვისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ემოციური უსაფრთხოება, პატივისცემა და მოსმენა, როგორც მისი ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

"ტოქსიკური მშობლები ყოველთვის არ გამოიყურებიან ტოქსიკურად.
ზოგჯერ ისინი ზრუნავენ -საკვებით ამარაგებენ.
ზოგჯერ იხდიან გადასახადებს.
ზოგჯერ ამბობენ კიდეც: „მიყვარხარ“.
მაგრამ დახურულ კარს მიღმა ისინი არცხვენენ, აკონტროლებენ, აკნინებენ და სულს უტეხენ იმ შვილს, რომელიც უნდა დაიცვან.
ტოქსიკური მშობელი ყოველთვის არ ტოვებს ჩალურჯებებს.
ზოგჯერ ზიანი ემოციურია.
ბავშვი, რომელიც მუდმივი კრიტიკის გარემოში იზრდება, საკუთარ თავში ეჭვის შეტანას სწავლობს.
ბავშვი, რომელსაც არასდროს უსმენენ, სწავლობს, რომ მის ხმას ფასი არ აქვს.
ბავშვი, რომლითაც მანიპულირებენ, სწავლობს, რომ სიყვარულს ტკივილი მოაქვს.
ბავშვები იმსახურებენ მეტს, ვიდრე უბრალოდ გადარჩენას.
ისინი იმსახურებენ უსაფრთხოებას, პატივისცემას, მოთმინებასა და სიკეთეს.
მშობლობა ძალაუფლებას არაა.
ისაა გაძღოლა, დაცვა და სიყვარული.
თუ დღეს შვილებს ზრდით, დაიხსომეთ:
თქვენი სიტყვები ოდესმე მათ შინაგან ხმად იქცევა.
ასე რომ, ისაუბრეთ სიფრთხილით.
გამოასწორეთ შეცდომები სიყვარულით.
აღზარდეთ სიბრძნით.
აღზარდეთ ბავშვები, რომლებიც თქვენს გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და არ შეეშინდებათ თქვენი.
რადგან ის პირველი სახლი, რომელსაც ბავშვი გაიცნობს, არასდროს უნდა ჰგავდეს ბრძოლისველს," - განმარტავს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია