Logo

„თონის ლობიანი“ აეროგრილში

„თონის ლობიანი“ აეროგრილში

01/13/2026

ტექსტის ზომა

რაჭული ლობიანი ტრადიციულად თონეში ცხვებოდა, სადაც ცეცხლზე გახურებული თიხის კედლები კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენდა. თუმცა დროთა განმავლობაში, ლობიანის მომზადება თანამედროვე პირობებთან ადაპტირდა და დღეს მას ძირითადად ტაფაზე ან აირღუმელში ამზადებენ.

დღეს საქართველოში, ბევრი თონე და საცხობი გვთავაზობს თონეში გამომცხვარ ლობიანს, რომელიც ცხობის ტექნიკის გათვალისწინებით, ცომის განსხვავებული სტრუქტურით გამოირჩევა და ძალიან გემრიელია.

მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ საკუთარი თონე არ გვაქვს და მით უფრო, თუ საქართველოში არ ვიმყოფებით?

გამოსავალი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა პედაგოგმა გვანცა ძნელაძემ მოძებნა, რომელიც საკუთარ კულინარიულ აღმოჩენებს, თავისი კულინარიული გვერდის - „გემოს“ საშუალებით უზიარებს გამომწერებს.

„ამჯერად "თონის ლობიანი" ჩავაკარი გრილში!

ლობიანი

ცომი: 250მლ.

თბილი წყალი 5გრ.

საფუარი 4გრ.

მარილი 400-450გრ.

ფქვილი

ლობიანი

გულსართი: წითელი ლობიო, კარაქი, მარილი, შავი დაფქული წიწაკა.

ლობიანის ზედაპირი წყლით დავასველე და დავაკარი 210° გახურებულ უჯრას.

ცხვება Air fry რეჟიმზე 10-12წთ.“

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აეროგრილიგემოთონის ლობიანილობიანი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026