Logo

ასტროლოგია

ტოპ 3 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ტოპ 3 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იმას, თუ ამდენად იღბლიანი ადამიანი ხართ, სხვა ფაქტორებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ნიშანიც განსაზღვრავს.

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა იმ სამ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომლებიც ყველაზე იღბლიან ნიშნებად ითვლებიან.

სიის სათავეში რა თქმა უნდა მშვილდოსანია.

მშვილდოსანი


მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები თავად არიან ოპტიმიზმის განსახიერება.

ნიშნის მმართველი პლანეტა იუპიტერია, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გასაოცარ კეთილგანწყობას ანიჭებს. მათ ყველგან ჰყავთ ბევრი მეგობრები, კარგი ნაცნობები, რომლებიც საჭირო დროს დაეხმარებიან. თუმცა მშვილდოსნები თვითონაც არაჩვეულებრივი მეგობრები არიან.

მშვილდოსანი ყოველთვის ოპტიმიზმით უყურებს სამყაროს. აქედან გამომდინარე ითვლება,რომ მას ყველაზე მეტად უმართლებს ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

მეორე ადგილზე გამართლების კუთხით ვერძს ნიშით დაბადებული ადამიანები არიან.

ვერძი

ვერძი არასოდეს ფოკუსირდება წარუმატებლობაზე. ათჯერ რომ წაიქცეს, მეთერთმეტედ ფეხზე დადგება და შესაშური შემართებით გააგრძელებს სვლას დასახული მიზნისკენ.

აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ვერძის ნიშნით დაბადებულად ამიანებს ყველაზე მეტად უღიმით ფორტუნა.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ხშირად უღიმის ბედი, არის მერწყული.

მერწყული

მერწყულის ნიშნით დაბადებულია ადამიანი ბუნებით არის ნოვატორი. ის ყოველთვის მომავლის პერსპექტივებზეა ორიენტირებული, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ადვილად შედის კომუნიკაციაში, ადვილად შეუძლია ადამიანების კეთილგანწყობის დამსახურება და გულწრფელად უყვარს კაცობრიობა.

შეიძლება ითქვას, რომ მერწყულიც არანაკლებ იღბლიანია ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის.

ავტორი: ზმნა

02/18/2026

ასტროლოგიზოდიაქოიღბლიანისოფია ბზეკალავა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024