ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
2026 წლის ივნისის თვიდან, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისათვის, ძველი ცხოვრების განულებისა და ახალი ცხოვრების დასაწყისის პერიოდი დგება.
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა იმ სამ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომლებისთვისაც ივნისიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება.

ტყუპები
სიის სათავეში არიან ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.
მათ ცხოვრებაში დაიწყება საოცრად ტურბულენტური პერიოდი, სადაც ტყუპებს მოუწევთ მიიღონ ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილებები.
შესაძლოა შეიცვალონ იმიჯი, თანაც გამაოგნებლად... ასევე შესაძლოა ძალიან ექსცენტრული ნაბიჯები გადადგან პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებში. მათი ეს გადაწყვეტილება შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი ახალი გამოწვევა და ახალი ცხოვრების დასაწყისი.

მერწყული
რიგით მეორე ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც ასევე საოცარი, ტურბულენტური პერიოდი შემოდის, ეს არის მერწყული.
მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოულოდნელად ეწვევათ გონების განათება და საოცარი იდეები. მათ ასევე ამ იდეების კოლაბორაციაში კონვერტირების საშუალებაც მიეცემათ.
პროფესიული და კარიერული კუთხით მერწყულებისთვის დაიწყება არა ერთდღიანი ან ორდღიანი, არამედ მთელი შვიდწლიანი ციკლი, სადაც მერწყული მიხვდება, რომ მას ჰყავს თანამოაზრეები და ამ თანამოაზრეების რაოდენობამ შეიძლება გიგანტურ ოდენობას მიაღწიოს.
აქედან გამომდინარე, ძვირფასო მერწყულებო, მიიხედ-მოიხედეთ, იქნებ თქვენ თქვენს ახალ „ქომიუნითის“ პოულობთ.

ქალწული
და ბოლო ნიშანი, რომელსაც ასევე ელოდება განულება და განახლება ეს არის ქალწული.
ქალწულებისთვის სიახლეები შესაძლოა ცოტა არაკომფორტული გზით დაიწყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგი მაინც იგივე იქნება.
ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ყველაფერი პროგნოზირებადი უყვართ, მომავლის დაგეგმვა ახასიათებთ, თუმცა ამ ეტაპზე მათ ცხოვრებაში იწყება პერიოდი, სადაც მათ მოუწევთ წავიდნენ ისეთ პროფესიაში, რომელიც არასოდეს არ შეუსწავლიათ, მაგრამ პრაქტიკაზე შეძლებენ ფანტასტიკურად ისწავლონ. ასევე შესაძლოა აირჩიონ განსხვავებული ტიპის ურთიერთობები, ძალიან იმპულსურად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელსაც აქამდე ეჭვის თვალით უყურებდნენ.
ერთიც და მეორე ნაბიჯიც, დამიჯერეთ, გამართლებული იქნება და ეს არის თქვენი შვიდწლიანი ახალი „მე“-ს და თავისუფალი პიროვნების დასაწყისი.
06/02/2026