Logo

თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის პოპულარულ სერიალში

თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის პოპულარულ სერიალში

09/23/2026

ტექსტის ზომა


ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში გამოჩნდა. ის BBC-ის პოპულარული კრიმინალური დრამის Vigil-ის("მორიგეობა")მესამე სეზონის მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა.

თორნიკე გოგრიჭიანი

გოგრიჭიანი სერიალში რუს პოლკოვნიკ ფიოდორ ზამორინს განასახიერებს.

მისი პერსონაჟი მესამე სეზონის მთავარი გამოძიების ერთ-ერთი მონაწილეა და მოვლენებს რუსული მხარის პოზიციიდან უერთდება.

ახალი სეზონის მოქმედება არქტიკაში, ნორვეგიის კუნძულთა ჯგუფ შპიცბერგენზე, სვალბარდზე ვითარდება. ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრს საიდუმლო ოპერაციის დროს კლავენ და საქმის გამოსაძიებლად დეტექტივები ემი სილვა და კირსტენ ლონგაკრი მიემგზავრებიან.

ფილმი

გამოძიება მალევე სცდება ჩვეულებრივი მკვლელობის საქმის ფარგლებს და საერთაშორისო დაპირისპირების საფრთხეს უკავშირდება.

სიუჟეტის ფონი არქტიკაში გავლენის, ენერგორესურსებისა და ახალი სავაჭრო გზებისთვის მიმდინარე ბრძოლაა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება, სერიალში კი ინტერესთა გადაკვეთა ბრიტანეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ვითარდება.

თორნიკე გოგრიჭიანის პერსონაჟი, პოლკოვნიკი ფიოდორი, სწორედ ამ დაძაბულ გარემოში ჩნდება. გამოძიების ერთ ეტაპზე კირსტენ ლონგაკრს მასთან თანამშრომლობაც უწევს, რადგან მოკლული ბრიტანელი სამხედრო რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

ფილმი

სერიალის მთავარ როლებს კვლავ სიურან ჯოუნსი და როუზ ლესლი ასრულებენ. ლესლი მაყურებლისთვის განსაკუთრებით კარგად "სამეფო კარის თამაშებში" შესრულებული როლითაა ცნობილი. მესამე სეზონში მათთან ერთად მონაწილეობენ ჯეპე ბეკ ლაუსენი, ნაომი იანგი, სტივენ მილერი, ბენჯამინ უეინრაიტი, ერიკ გოდონი, ეიმი მენსონი და სხვა მსახიობები.

თავად სერიალი BBC-ის ერთ-ერთი წარმატებული კრიმინალური დრამაა.

პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა და მისი მთავარი ამბავი ბირთვულ წყალქვეშა ნავზე მომხდარი სიკვდილის გამოძიებას ეხებოდა.

მეორე სეზონში მოქმედება სამხედრო დრონების სამყაროში გადავიდა, მესამე სეზონმა კი ამბავი არქტიკაში გადაიტანა.

სერიალის პირველმა სეზონმა დიდ ბრიტანეთში 13 მილიონზე მეტი მაყურებელი მოიზიდა და იმ დროისთვის 2018 წლის Bodyguard-ის შემდეგ ყველაზე წარმატებული ახალი დრამატული სერიალის სტარტი ჰქონდა.

მოგვიანებით სერიალმა ემის საერთაშორისო ჯილდო მოიგო დრამატული სერიალის კატეგორიაში.

ფილმი

თორნიკე გოგრიჭიანისთვის ეს პირველი დიდი საერთაშორისო პროექტი არ არის. საერთაშორისო აუდიტორიამ ის ნეტფლიქსის სერიალით "Extraction 2"("სამაშველო ოპერაცია") გაიცნო, სადაც ქართველი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერ ზურაბ რადიანს განასახიერებდა.

2026 წელს მსახიობი ასევე გამოჩნდა სერიალ Drops of God-ში დავით აბაშიძის როლში.

Vigil-ში მონაწილეობა კი ქართველი მსახიობის საერთაშორისო კარიერაში კიდევ ერთი ბრიტანული, მაღალი პროფილის სატელევიზიო პროექტია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026