საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ტორტში ნემსები გინახავთ ხალხო?" - ამ კითხვით იწყებს საზოგადოების ინფორმირებას მომხმარებელი ეკო სტეფლიანი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მარციპანით მორთულ ტორტზე ფიგურა მეტალის ნემსებით იყო აწყობილი.
როგორც სტეფლიანს საკონდიტროში უთხრეს, ეს სპეციალური საკონდიტრო მეტალია, რომელსაც კონდიტერები ტორტის მორთვისას ხმარობენ, თუმცა ამ ნემსების საკვებად გამოყენება დაუშვებელია.

პოსტს, რომელიც მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ათასობით გამოხმაურება აქვს. განრისხებული საზოგადოება პოსტის ავტორისგან საკონდიტროს დასახელებას მოითხოვს.
პოსტის ავტორი, საკონდიტროს სახელის დაკონკრეტებისგან თავს იკაებს, თუმცა საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მით უმეტეს, რომ ტორტის მარციპანიანი ნაწილი ბავშვების საყვარელი ტკბილეულია.
"ტორტში ნემსები გინახავთ ხალხო? ან თუ ყოფილა არ გაუფრთხილებიხართ? მარციპანის ფიგურა რომელიც თავზე ედო, რომელიც იჭმევა და რომელზეც ყველა ბავშვი დატაცებაზეა, თურმე ნემსებით ყოფილა აწყობილი და კიდევ კარგი ღრძილში შეერჭო, და კიდევ კარგი არ გადაყლაპა, გადავრჩით... მაგრამ შეიძლება ვინმე ვერ გადარჩეს ამიტომ იყავით ყურადღებით, თუ ვინმემ არ იცით ჩემსავით და არც ტორტის გამკეთებელი გაფრთხილებთ! დავურეკე და მითხრა - "უიმე დამავიწყდა რომ მეთქვაო, თქვენ არ უნდა შეგემოწმებინათ დედა რომ ხართო?"
რას მეუბნებით ქალბატონო ფიგურა უნდა დამეშალა და ნემსები მეძებნა მაშინ როდესაც ცხოვრებაში ვერც წარმოვიდგენდი თუ შესაძლებელი იყო ასეთი რამ.
იცით, ეს საკონდიტრო მეტალიაო მეუბნება, მეთქი საკონდიტრო რას ნიშნავს ანუ იჭმევა ? არა უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ საკონდიტროში ვიყენებთო... არანაირი ბოდიში, არანაირი შეწუხება, მხოლოდ თავის მართლება, და აქეთ ჩემი დადანაშაულება, რომ მე რა დედა ვარ, ტორტი არ დავშალე სანამ ბავშვს ვაჭმევდი...

გაბრაზებული ვარ მაგრამ გაბოროტებული არა, ამიტომ არ მოვთაგავ ფეისბუქს.. ვფიქრობ აღარ დაავიწყდება! მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, მითუმეტეს ბავშვების მიმართ. და სანამ ტორტს აჭმევთ აუცილებლად შეამოწმეთ ფიგურები! საკონდიტრო მეტალი თუა და სხვაც იყენებს სხვა რა გზაა," - ვკითხულობთ ეკო სტეფლიანის ფეისბუქ პოსტში.
05/06/2026