Logo

ჯანმრთელობა

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს 30 ან 40 წლის ასაკში ქალიშვილობა? - ექიმის განმარტება

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს 30 ან 40 წლის ასაკში ქალიშვილობა? - ექიმის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საზოგადოებაში დღემდე აქტუალურია დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე გვიან ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება ან საერთოდ, მასზე უარის თქმა. ხშირად ისმის კითხვა - წარმოადგენს თუ არა საფრთხეს 30 ან 40 წლის ასაკში ქალიშვილობა?


კითხვაზე სრულყოფილ პასუხს მეან-გინეკოლოგი ნატო შენგელია სცემს.

ექიმი განმარტავს, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ამაში საშიში არაფერია. რეალური გამოწვევა არა ფიზიოლოგიაში, არამედ იმ ფსიქოლოგიურ და ემოციურ წნეხში იმალება, რომელსაც ქალები ხშირად სოციუმისგან ან საკუთარი შფოთვებისგან განიცდიან.


"არა, ქალიშვილობა საერთოდ არ არის საშიში. ქალი ქალიშვილი შეიძლება იყოს 30, 40 წლის ასაკში ან სიცოცხლის ბოლომდე და ეს მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, ვიდრე ფიზიოლოგიური. მაგრამ, თუ ქალს ეს თემა აწუხებს, შფოთავს, ნერვიულობს და იწვევს დაძაბულობას, სწორედ ეს ემოციური ფაქტორია პრობლემა და არა ის, რომ მას სქესობრივი კონტაქტი არ ჰქონია," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

07/09/2026