Logo

ტაბლოიდი

"წარსულში დაბრუნებას არასდროს ვისურვებდი"- თამთა გოდუაძე მილიარდერი რჩეულითა და კონკიას წარსულით

"წარსულში დაბრუნებას არასდროს ვისურვებდი"- თამთა გოდუაძე მილიარდერი რჩეულითა და კონკიას წარსულით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე ROSA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სხვადასხვა თემებზე საუბრისას, შეეხო საქართველოს, სიდუხჭირეში გატარებულ წლებს და გადარჩენის ინსტიქტს, რომელსაც წლებია ვერაფერს უხერხებს...

თამთა გოდუაძეთამთა გოდუაძეთამთა გოდუაძე

ბერძნულმა ყვითელმა პრესამ, გასულ თვეში, თამთა თავის რჩეულთან ერთად დააფიქსირა. ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული სტილის მქონე ქართველი მუსიკოსი და მილიარდერი, ნავთობის მაგნატის ოჯახიდან, წლებია პაპარაცების სამიზნე არიან.

45 წლის თამთა გოდუაძე და 46 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი (ლა­ცი­სე­ბის უმდიდრესი ოჯა­ხის წარმომადგენელი) 2015 წლიდან პოპულარულ წყვილად ითვლება.

თამთა გოდუაძეთამთა გოდუაძე

პარისის ბიძა, სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარ ბერძნებს შორის პირველ ადგილზე 3 მლრდ ქონებით დაასახელა. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა. თამთას რჩეული კი მი­ლი­არ­დე­ლია, მას სოლიდური ქონება მემკვიდრეობით ნავთობის ბიზნესწილებიდან ერგო.

თამთა გოდუაძე

წლების წინ, ქართველმა მომღერალმა, ბერძნულ პრესასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ქორწინება ბევრს არაფერს ნიშნავს. საქორწინო კაბა ცხოვრებაში ერთხელ უკვე მეცვა, როცა პატარა ვიყავი. თუმცა, ეს ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა, უბრალოდ არ არის ჩემი სტილი.

თამთა გოდუაძე

ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მთავარი სიყვარული, გაგება და პატივისცემაა, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ – არც ერთ შემთხვევაში მე და პარის არ შეგვიძლია ზეწოლის ატანა.

თამთა გოდუაძეთამთა გოდუაძე

ერთად ვართ, მაგრამ დედამიწაზე არანაირი მიზეზის გამო არ ვკარგავთ თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში კომპრომისზე მიდიხარ, მაგრამ მე და პარი ერთმანეთს არ ვეკითხებით, სად წავალთ და რას გავაკეთებთ. ასეთი დისკუსია ჩვენს შორის არ იმართება. ორივე იმას ვაკეთებთ, რაც გვსიამოვნებს, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე."

თამთა გოდუაძეთამთა გოდუაძე

თამთამ მოახერხა, რომ ბერძნულ შოუბიზნესში გამორჩეული სტილითა და ექსტრავაგანტურობით, თავისი ნიშა დაეკავებინა. ატარებს გამორჩეულ პოპ და “ანდერგრაუნდ” წარმოდგენებს, ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჟანრში (მათ შორის მეტალშიც) და თანამშრომლობს ცნობილ შემოქმედებთან.

თამთა გოდუაძეთამთა გოდუაძეთამთა გოდუაძე

კარიერული ევოლუცია
მომღერალი ამბობს, რომ ადრე რადიოზე დამოკიდებულება სტრესული იყო, რადგან ეს პირდაპირ კავშირში იყო სამუშაოსთან (ღამის კლუბებში გამოსვლასთან). დღეს ის სხვა სცენაზეა, აღარ აინტერესებს “მეინსტრიმული” წარმატება და თავს თავისუფლად გრძნობს. ის არ ნანობს არაფერს, რაც აქამდე გაუკეთებია, რადგან ამ ყველაფერმა მიიყვანა იქ, სადაც ახლაა – თუნდაც ზოგისთვის ეს “გაუჩინარებას” ნიშნავდეს, მისთვის ეს განვითარებაა.

საქართველოდან წამოღებული “გადარჩენის ინსტინქტი”
მომღერალი განმარტავს, რომ სიტყვა “გადარჩენას” ასე ხშირად იმიტომ იყენებს, რომ ეს მისი ბავშვობიდან მოდის. საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ, ის მცირე ხნით ძიძად მუშაობდა, სანამ მის ცხოვრებაში “Super Idol” გამოჩნდებოდა. ის ამბობს, რომ საქართველოში მისი მთელი თაობა გადარჩენისთვის იბრძოდა და ბავშვობაში მიღებული ეს გამოცდილება ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება – მისგან გათავისუფლება და “გადარჩენის ისტერიისგან” დახსნა ძალიან რთული პროცესია.

თამთა გოდუაძე

თამთა ადასტურებს, რომ სიღარიბეში ცხოვრება ნამდვილად ტრავმაა, თუმცა მას ორი მხარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე გამოცდილებაა. "სიღარიბემ წარმოუდგენელი შინაგანი ძალა შემძინა. წარსულში დაბრუნებას არასდროს ვისურვებდი. იმის ცოდნა, რომ გადარჩენა ნებისმიერ პირობებში შემიძლია, დღეს მე სიმტკიცეს მმატებს."

კითხვაზე, იყო თუ არა საბერძნეთი სტუმართმოყვარე ქართველი ემიგრანტისთვის, თამთა პასუხობს, რომ ამ მხრივაც გაუმართლა. მას პირისპირ რასიზმი ან უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოუცდია. ის აღიარებს, რომ სხვებისგან სმენია ცუდი ისტორიები უცხოელების მიმართ მოპყრობაზე, მაგრამ პირადად მას, მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება. ის დასძენს, რომ არ აინტერესებს, რას ამბობდნენ მასზე ზურგს უკან.

თამთა გოდუაძეთამთა გოდუაძე

ავტორი: ზმნა

05/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024