Logo

კულტურა

"წასულა ელენე, შემოუვლია მთელი აფთიაქები..." - ისტორია ელენე ყიფშიძის ცხოვრებიდან

"წასულა ელენე, შემოუვლია მთელი აფთიაქები..." - ისტორია  ელენე ყიფშიძის ცხოვრებიდან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ელენე ყიფშიძის კეთილ გულსა და მგრძნობიარე ხასიათზე ლეგენდები დადის. დიდი მსახიობის ერთ პატარა ადამიანურ ისტორიას იხსენებს ბლოგერი, გრიგოლი ბასილაია.

"ელენე ყიფშიძეს მეზობელი ჰყოლია,რომელიც მძიმე სენს, "დიაბეტს" ებრძოდა. მაშინ წამლები ძნელად იშოვებოდა, შეუჩივლია ამ მეზობელს ელენესათვის: "მიშველე რამე, იქნებ წამლით ცოტა დრო მაინც გავწელო და ვიცოცხლოო."

წასულა ელენე (ზურა ჰყოლია პატარა იმ დროისთვის), შემოუვლია მთელი აფთიაქები თბილისში, მაგრამ ვერსად უშოვია ეს წამლები. მისულა მარჯანიშვილის თეატრში. ვასო გოძიაშვილი რუსეთში გასტროლებისთვის ემზადებოდა. მოუყოლია მთელი ამბები. ვასო აბა, ელენესთვის უკან დაიხევდა? ჩამოუტანია დანაბარები.

გახარებული მისულა მეზობელთან ელენე, ეს წამლები მიუტანია, ზედ დიდი ნობათიც დაუმატებია და მის წინაშე პასუხისმგებლობა პირნათლად შეუსრულებია...

ასეთი იყო ელენე - კეთილი,მშრომელი, მეოჯახე ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავის თავისთვის მოეკლო და სხვისთვის გაემეტებინა," - წერს ბლოგერი.

ავტორი: ზმნა

01/10/2026