Logo

სასარგებლო რჩევები

წელის ტკივილი თუ კენჭი თირკმელში – როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები სწორად?

წელის ტკივილი თუ კენჭი თირკმელში – როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები სწორად?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად, როდესაც წელის არეში მწვავე ტკივილს ვგრძნობთ, პირველი, რაც თავში მოგვდის, ხერხემლის პრობლემები ან კუნთოვანი დაჭიმულობაა. თუმცა, სიტუაცია ყოველთვის ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სწორი დიაგნოზის დასმა მკურნალობის წარმატების მთავარი წინაპირობაა.

ამ თემაზე უროლოგი გიორგი ხვადაგიანი საუბრობს და განმარტავს, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ წელის ტკივილი თირკმლის კენჭოვანი დაავადებისგან:

„პაციენტების ნაწილი მიდის ექიმთან წელის ტკივილით და ფიქრობს, რომ ეს ხერხემლის ან კუნთის ბრალია. თუმცა, თუ ტკივილი არის ძლიერი, შეტევითი ხასიათის, არ იცვლის ინტენსივობას სხეულის პოზიციის შეცვლასთან ერთად და ხანდახან გადადის მუცლის ან საზარდულის არეში, ეს შესაძლოა, თირკმლის ან შარდსაწვეთის კენჭი იყოს. განსხვავება სწორედ ტკივილის ხასიათშია, სიმპტომის სწორად წაკითხვა კი ხშირად დიაგნოზის ნახევარია.

კენჭზე ეჭვის დროს ყველა პაციენტი ერთნაირ კვლევას არ საჭიროებს. დიაგნოსტიკის არჩევანი დამოკიდებულია სიმპტომებზე, ტკივილის ინტენსივობასა და კლინიკურ სურათზე. ზოგ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ვიყენებთ ულტრასონოგრაფიასა და შარდის ანალიზს, ზოგ პაციენტთან კი საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფიის წარმოება.

მთავარია სწორი კვლევა სწორ დროს, რადგან მკურნალობის გეგმა ყოველთვის დიაგნოსტიკაზე დგას“," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

04/23/2026