Logo

ჯანმრთელობა

წელის ტკივილის ხშირი მიზეზი ქალებში - საკროილიიტი

წელის ტკივილის ხშირი მიზეზი ქალებში - საკროილიიტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წელის არეში მუდმივი, ყრუ ან მჭრელი ტკივილი ხშირად ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. ბევრი ამ სიმპტომს უბრალო გადაღლას ან ხერხემლის პრობლემებს უკავშირებს, თუმცა რეალური მიზეზი შესაძლოა გავა-თეძოს სახსრის ანთება, ანუ საკროილიიტი იყოს.

რა იწვევს ამ ფარულ და დისკომფორტის მომტან დაავადებას, რატომ აწუხებს ის ძირითადად ქალებს, რა როლს თამაშობს მასში ორსულობა, მჯდომარე ცხოვრების წესი თუ მენოპაუზა და მკურნალობის რა თანამედროვე, ეფექტური მეთოდები არსებობს დღეს? ამ კითხვებზე ექიმი რეაბილიტოლოგი ზურაბ მიქელაძე პასუხობს.

ზურაბ მიქელაძე

„ქალებში წელის ტკივილის ხშირი მიზეზი არის საკროილიიტი, ანუ გავა-თეძოს სახსრის ქრონიკული ანთებითი პროცესი. ამ დროს ტკივილი ძირითადად არის მბურღავი, დაწოლითი ხასიათის წელის ქვემო მესამედში, გავის ძვალთან. ტკივილი ატარებს მუდმივ ხასიათს გამწვავების ეპიზოდით და ამ დროს ტკივილგამაყუჩებელი ნაკლებად ეფექტურია.

საკროილიიტი

სააკროილიიტის, ანუ გავა-წელის სახრის ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზია მძიმე წონა, ტრავმა, ორსულობა დიდი ნაყოფით, ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჯდომითი სამუშაო. ასევე მენოპაუზის შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი ართროზული ცვლილებები გავა-თეძოს სახსარში. დიაგნოზის დასაზუსტებლად წამყვანია რენტგენოლოგიური და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრტ).


მკურნალობისთვის ეფექტურია გავა-თეძოს სახსრის ელექტრომაგნიტური თერაპია, ტეკარო თერაპია დას დარტყმით-ტალღოვანი თერაპია. სასურველია პაციენტმა შეასრულოს კონკრეტული გაწელვითი ვარჯიშები, რომელიც ძალზედ ეფექტურია.

გაწელვა

გავა-თეძოს სახსრის ანთების დროს რეკომენდებულია ქალმა ჩაიცვას მყარი ბანდაჟი ტრუსის სახით, რომელიც აფიქსირებს თეძოს ძვლებს და პაციენტს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლი მკურნალობის მეთოდები ეფექტური არ არის, კეთდება გავა-თეძოს სახსრის ღრმა ინექციური ბლოკადა ჰორმონალური პრეპარატით," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

07/04/2026

ზურაბ მიქელაძერეაბილიტოლოგისაკროილიიტიწელის ტკივილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024