Logo

"წელს, აქ ვღებულობ მილოცვებს, რაც ასევე დაუვიწყარი იქნება" - პაატა ბურჭულაძე 71 წლის გახდა

"წელს, აქ ვღებულობ მილოცვებს, რაც ასევე დაუვიწყარი იქნება" - პაატა ბურჭულაძე 71 წლის გახდა

02/12/2026

ტექსტის ზომა

მსოფლიო ბანი - პაატა ბურჭულაძე იუბილარია. არტისტი 71 წლის გახდა.

იუბილარი, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, საზოგადოებას, მილოცვისთვის მადლობას უთვლის და სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით მეგობრებო!

დიდი მადლობა მოლოცვისთვის.

ჩემს ცხოვრებაში ყველა დაბადების დღე განსაკუთრებულია. შარშან ოპერის თეატრი არ დაგვითმეს და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი; ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. წელს, აქ ვღებულობ მილოცვებს, რაც ასევე დაუვიწყარი იქნება.

როგროც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება - აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე.

ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო - რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ.

მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება - მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ; მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ ოცნების წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ, მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული.

გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს?! ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ბევრი ადამიანი მელოდება ციხეში და მის გარეთ, ტელევიზიით, მილოცვისთვის.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.

გაუძელი საქართველო!

მემაყებით" - წერს ფეისბუქზე პაატა ბურჭულაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026