Logo

"362 წერილი მაქვს. რომანტიკულია, ხომ?" - სოფო ნიჟარაძე ბოლო პერიოდის ურთიერთობაზე

"362 წერილი მაქვს. რომანტიკულია, ხომ?" - სოფო ნიჟარაძე ბოლო პერიოდის ურთიერთობაზე

12/15/2025

ტექსტის ზომა

სოფო ნიჟარაძემ "პირველ სტუდიაში" ყოფნისას გახსნილად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან ბოლო პერიოდის ურთიერობაზე.

"ხშირად ვნახულობ. ახლაც ვნახე, სადაც გადავიდა. რაც შემიძლია ვამხნევებ, თუმცა თვითონაც მხნედ არის, რაც მახარებს. თითქმის ყოველდღიურად გვაქვს წერილების მიმოწერა. ახლა უკვე შაბათ-კვირის გარდა. ხშირად მწერს. რომანტიულობაა, ხომ? დღევანდელ რეალობაში ძალიან დავიწყებულია. 362 წერილია, გარდა იმისა, რაც არ შემინახავს...

ალისკა ხშირად ნახულობდა მამას. იცის, რომ არის საავადმყოფოში. ეს ნანახი აქვს, ხშირად დავდიოდით... შეკითხვებს სვამს, მე ვირიდებ. ვცდილობ არ ჩავრთო ტელევიზორი. არ მინდა ინერვიულოს. ემოციურია. ბოლომდე ვერ დაიცავ, სადღაც ყურს მოკრავს, გაიგებს. მაგრამ ვცდილობ, დავიცვა..." - თქვა სოფომ გადაცემაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026