Logo

საზოგადოება

"წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ დიდი რუსთაველის სტრიქონი" - როგორ პასუხობს კრიტიკას რობერტ სტურუა

"წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ დიდი რუსთაველის სტრიქონი" - როგორ პასუხობს კრიტიკას რობერტ სტურუა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას დადგმულ "ვეფხისტყაოსანს" საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეო ნაწყვეტების წყალობით შექმნილი შთაბეჭდილება, დასკვნის გასაკეთებლად, საკმარისი აღმოჩნდა: რუსთაველის პოემა არის ერის საგანძური და მისი ასე დამახინჯება მიუღებელია.

განსაკუთრებით მიუღებელი თინათინის შილიფი სამოსი და ავთანდილთან მისი სცენები აღმოჩნდა. პოემის პერსონაჟების როლებში ქეთი სვანიძე და ლევან ხურცია არიან.

ვეფხისტყაოსანივეფხისტყაოსანი

ფეისბუქზე გამოჩნდა რობერტ სტურუას პოსტი, რომელიც პოემის კიდევ ერთხელ გადაკითხვას გვირჩევს.

რობერტ სტურუა: ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!

გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)

როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:

“გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”

აკაკიმ თქვა, რომ - 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!

დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”

127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:

“გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!”

გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!

ვეფხისტყაოსანი

ავტორი: ზმნა

04/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024