Logo

"ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია" - ნანუკა ჟორჟოლიანი დათუნა სულიკაშვილზე

"ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია" - ნანუკა ჟორჟოლიანი დათუნა სულიკაშვილზე

12/14/2025

ტექსტის ზომა

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დათუნა სულიკაშვილი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და არა გამსაღებელი.

"დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი. იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, როცა გავიგე რომ დააკავეს, გავიფიქრე, იქნებ ასე გადარჩესთქო. ის რომ კანონით 1 გრ დიდი რაოდენობა ყოფილა, არ ნიშნავს ნივთიერების რეალიზაციას. რეალიზაცია კი არა, ყველა მისი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობიც კი განახებთ მესიჯებს, რომ მუდამ ფულს ითხოვდა.

მე ვგულშემატკივრობ დათუნას. რადგან ზუსტად ვიცი, როგორ არ უჯერებდა მეგობრებს მკურნალობაზე და ისიც ზუსტად ვიცი, რომ მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026