Logo

"ციკლის დროს ქალს, წყლის მოტანაც არ უნდა სთხოვო" - არუნ ხათრი

"ციკლის დროს ქალს, წყლის მოტანაც არ უნდა სთხოვო" - არუნ ხათრი

10/05/2026

ტექსტის ზომა

ქალბატონებმა იცით, რომ პრემენსტრუალური სინდრომი - ეს მრავალფეროვანი ფიზიკური და ემოციური სიპტომების ერთობლიობა, როგორი სერიოზული დისკომფორტის შემქმნელია. მენსტრუალური ციკლის პერიოდში აღგზნებადობა მატულობს, ვართ გაღიზიანებული, ყოველგვარი საქმის კეთება გვეზარება.

აიურვედას სპეციალისტი, არუნ ხათრი გვანცა დარასელიას პოდკასტში ჰყვება, რომ ინდოეთში, ადრეულ წლებში, ციკლის დროს ქალს სამოსიც კი განსხვავებული ეცვა, რომ ყველას გაეგო მისი მდგომარეობის შესახებ, რათა მისთვის წყლის მოტანაც კი არ დაევალებინათ.

გვანცა დარასელია: გესმოდეთ - დამსაქმებლებო, ქმრებო და შვილებო.

არუნ ხათრი: ქალს ციკლის დროს ყველანაირი სამუშაოსგან თავისუფლება და სხვანაირი ემოციური მიდგომა სჭირდება. ინდოეთში, ადრე, ციკლის დროს, ქალს სხვანაირი ტანსაცმელი ეცვა, ყველას რომ გაეგო და მას წყლის მოტანასაც კი არ სთხოვდნენ.

აიურვედა არის დიდი მეცნიერება, ათასობით წლის წინ დაწერილი. იქ წერია, როდესაც ქალს ეს პერიოდი უდგას, მას წყლის მოტანაც არ უნდა სთხოვო. რომ სთხოვო, იმ ქალის ხელით დალეული წყალი შხამია. ემოციურად სხვა ხასიათზეა და შეიძლება გაბრაზებულმა მოუტანოს ის წყალი. ამ დროს ქალმა უნდა დაისვენოს.

ქალი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026