Logo

კულტურა

ცისა და მიწის მესაიდუმლეს - ტარიელ ხარხელაურს პატრიარქმა სიგელი გადასცა

ცისა და მიწის მესაიდუმლეს - ტარიელ ხარხელაურს პატრიარქმა სიგელი გადასცა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

16 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. პოეტი, სცენაზე გაცოცხლებულ საკუთარ შემოქმედებას, პარტერიდან ადევნებდა თვალს. საღამო სავსე იყო ემოციებით, ცრემლით, რაც თეატრალურ ნომრებს თან ახლდა...

ხარხელაურის შემოქმედება მრავალფეროვანია, თუმცა პატრიოტული მოტივისა და პირადი ტრაგედის შემცველი ლექსები, განსაკუთრებით უყვარს მის გულშემატკივარს. ან როგორ შეიძლება არ შეგძრავს შვილის მკვლელის მიმტევებელი კაცის სიტყვამ, რომელიც ყელში ბურთად გეჩხირება და გულზე, უგემური ლუკმის დარად გადგება.

"სხვა ვიღა უნდა მომიკლა,
რომ გამიხელო წყლული,
ასე არასდროს ვყოფილვარ
ტკივილებისგან სრული."

ანდა

"მაშ,დავიჯერო,არ გიჭირს ბიჭო?!

თოვლს

და ფიფქები ხეებს აცვივა...

არ მომერიდო, კარს ვტოვებ ღრიჭოდ,

და როცა გინდა მოდი, სახლში ვარ..."

***

"რაც უფრო შენსკენ მოვიწევ,
ვცარიელდები შენითა,
ვერ აგიყვავე ჭრილობა,
ჯავრისგან დაფქულ ენითა.
შენ ამადევნე სამყაროს,
მოურჩენელი სენითა,
ყველაფერს შეგუებული,
დროს ვატორტმანებ ქშენითა."

მისგან რაც უნდა ვისწავლოთ - ეს დიდსულოვნება და მიტევებაა... ფიქრის სიყვარულია, საკუთარ თავთან საუბარია, სულის და სხეულის წვრთნაა... განწმენდაა, რომელიც სულიერი ტკივილს მოაქვს...

ტარიელ ხარხელაურს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, საპატრიარქოს სიგელი, სცენაზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადასცა. 15 დეკემბერს კი უწმინდესმა მიიღო და დალოცა პოეტი.

პატრიარქისიგელი

ცისა და მიწის მესაიდუმლის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოების სერია გახსნილად ცხადდება და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაგრძელდება...

ზმნა.ჯი ულოცავს ბატონ ტარიელს იუბილეს და შემოქმედებით ქარაფებზე დიდხანს მოგზაურობას უსურვებს...

ავტორი: თამარ გონგაძე

12/17/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024