Logo

ჯანმრთელობა

ცისტიტი ორსულობისას - უწყინარი უსიამოვნება თუ საფრთხე ნაყოფისთვის?

ცისტიტი ორსულობისას - უწყინარი უსიამოვნება თუ საფრთხე ნაყოფისთვის?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ამ დროს იმუნური სისტემისა და ჰორმონალური ფონის ცვლილებები სხეულს სხვადასხვა ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, რის გამოც ერთ-ერთ ხშირ და უსიამოვნო გამოწვევად ცისტიტი ანუ შარდის ბუშტის ანთება გვევლინება.

მიუხედავად იმისა, რომ შარდი თავისთავად სტერილურია, ორსულობისას საშარდე გზებში ბაქტერიების მოხვედრამ შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება.

ცისტიტი

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქალებს, რომელთაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ეს პრობლემა, ორსულობისას რეციდივის საკმაოდ მაღალი რისკი აქვთ.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცისტიტი მხოლოდ დროებითი უსიამოვნო შეგრძნება არ არის. უყურადღებოდ დატოვებულმა ინფექციამ შესაძლოა აღმავალი ხასიათი მიიღოს და თირკმელების სერიოზული დაზიანება (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი) ან ინფექციის გენერალიზება გამოიწვიოს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.

ექიმი გინეკოლოგი თიკო გოთუა დეტალურად განმარტავს რა იწვევს ორსულებში ცისტიტის გამწვავებას, როგორია დაავადების სიმპტომები და როგორ ვუმკურნალოთ მას.

თიკო გოთუა


"ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც ორსულებში ხშირია და იგი გამოწვეულია ინფექციით. შარდი თავის მხრივ სტერილურობით ხასიათდება, მაგრამ ორსულობაში შესაძლებელია საშარდე გზებიდან ბაქტერიების მოხვედრის შემდეგ ანთებითი პროცესი ჩამოყალიბდეს.ცისტიტის დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს,რადგან მას იმდენად სპეციფიკური სიმპტომები ახასიათებს.

  • შარდვის დროს წვა და ტკივილი.
  • მტკივნეული შარდვა და შარდვა მცირე პორციებით წყვეტილად,დაუსრულებლად.
  • მუდამ სავსე შარდის ბუშტის შეგრძნება.
  • ტკივილი წელისა და შარდსაწვეთის გასწვრივ.
  • სუნიანი შარდი და ჩირქოვანი გამონადენი შარდასადინარიდან.
  • ცხელება.ზოგჯერ სხეულის ტემპერატურა 39⁰ c აღწევს.
  • გულისრევა,ღებინება.

ხშირია შემთხვევა,როდესაც თუ ერთხელ მაინც აწუხებდა ქალს ეს პრობლემა,ორსულობაში რეციდივი განიცადოს.

ცისტიტის გამომწვევი მიზეზებია ინფექციები როგორც ბაქტერიული ასევე ვირუსული და მექანიკური.

ცისტიტით ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე მამაკაცები.ეს დაკავშირებულია შარდ-სასქესო სისტემის ანატომიასთან.

ხშირია შემთხვევები როდესაც,როცა ქალი იწყებს სქესობრივ ცხოვრებას განიცდის ამ პრობლემას,რადგან აწ უკვე ღია საშოდან ადვილად ხდება აღმავალი ინფექციის გადაცემა.გენიტალური და საშარდე ინფექციები ადვილად ერწყმიან ერთმანეთს.

ცისტიტი

ცისტიტის პროფილაქტიკა:

  • ყოველი მოშარდვის შემდეგ გაწმენდა წინიდან უკანა მიმართულებით.
  • არასოდეს შეიკავოთ შარდი.
  • ყოველი მოშარდვისას დაცალეთ შარდის ბუშტი ბოლომდე.
  • სქესობრივი აქტის წინ და აქტის შემდეგ ყოველთვის დაცალეთ შარდის ბუშტი.
  • მოერიდეთ სხეულის გადაცივებას და გადახურებას.
  • სვით დიდი რაოდენობით წყალი.
  • ჰიგიენური ჩასაბანი საშუალებები უნდა იყოს სწორად შერჩეული და არა არომატულობაზე ორიენტირებული.
  • თეთრეული უნდა იყოს ნატურალური და თავისუფალი.
  • მოერიდეთ ცხარე, მჟავე და მწარე პროდუქტებს.
  • არასოდეს ჩაიტაროთ თვითმკურნალობა.

ცისტიტი

სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს რათა აღმავალი ინფექცია არ გართულდეს და არ ჩამოყალიბდეს პიელო და გლომერულონეფრიტი რამაც შესაცლებელია სხვა გართულებები მოგვცეს ინფექციის გენერალიზების მხრივ.

თ️ავიდანვე მსუბუქი მკურნალობის ჩატარება აგარიდებთ ანტიბიოტიკების დანიშვნის აუცილებლობას და ცისტიტის რეციდივს," - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ზმნა

08/28/2026

გინეკოლოგითიკო გოთუაორსულობაცისტიტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024