Logo

ცხოვრება ნიუ-იორკამდე და ნიუ-იორკის შემდეგ

ცხოვრება ნიუ-იორკამდე და ნიუ-იორკის შემდეგ

10/08/2026

ტექსტის ზომა

ბაია დვალიშვილი ნიუ-იორკზე შეყვარებული მას შემდეგ გახდა, რაც "მოახლეები" გასტროლით იქ ჩაიტანეს. "მეგა, გადარეულ, გიჟ, ფერად ქალაქზე" აღფრთოვანებით საუბრობს და დასძენს, რომ ახალგაზრდა რომ იყოს, ცათამბჯენების ქალაქში იცხოვებდა და ათას რამეს მიედ-მოედებოდა.

ბაია დვალიშვილი: ნიუ-იორკში გასტროლმა ჩემი ცხოვრება ორად გაყო. ცხოვრება ნიუ-იორკამდე და ცხოვრება ნიუ-იორკის შემდეგ. ყველაფერი გაფერმკრთალდა. ჩავედი თუ არა, ჩემ ტვინში რაღაც აფეთქდა. ეს ეკლექტიზმი, იქ ნაგავიც, ეს საგიჟეთი, ეს სისწრაფე, არეულობა - მომაჯადოვებელი ენერგეტიკა, ადამიანურად - ჩემია. დაგაფრთხობს, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არის ჩემი ქალაქი. დოკუმენტურ კადრებს რომ აჩქარებენ მაგისტრალებით, აი, ეგ იყო და მივხვდი, რომ ჩემი შინაგანი სიჩქარე ეს არის.

- იქ იცხოვრებდით?

- კი, ვიცხოვრებდი. ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიცხოვრებდი. ყველაფერს მივედ-მოვედებოდი. არ დავიკარგებოდი. თუმცა ისეთი საშიში უბნები აქვს, შეიძლება ისე დაიკარგო, ნიუ-იორკის პოლიციამ ვერ გიპოვოს.

ნატამ აიჩემა, წავედით მუზეუმებშიო. არ გვინდა, ყველაფერი ნანახი მაქვს, დავბერდი ამ მუზეუმებში-მეთქი, ვუთხარი... და კიდევ კარგი წავედით. ვაიმე! უცბათ მოვიარეთ.

რა არქიტექტურა! ეს ცათამბჯენები, რომელიც არ გაწვება, არ გაწუხებს. სულ მგონია, რომ ცელოფანზე დახატულებია, გამჭვირვალე ცელოფანზე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026