Logo

საზოგადოება

"ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო" - 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხორავას ქუჩაზე სროლისას გარდაიცვალა ნიკოლოზ ღუნაშვილია

"ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო" - 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხორავას ქუჩაზე სროლისას გარდაიცვალა ნიკოლოზ ღუნაშვილია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გუშინ, გვიან ღამით, ხორავას ქუჩაზე მსხდარი სროლისას დაღუპული არასრულწლოვანი ნიკოლო ღუნაშვილია. ნიკოლოზმა სკოლა ახლახან დაამთავრა და ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. რამდენიმე დღეში კი საკუთარი მე-18 დაბადების დღე უნდა აღენიშნა.

"ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?!
უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად! სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა….
22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი" - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი მაია კობახიძე.

შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძეა. გავრცელებული ინფორმაციით მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ცოტა ხნის წინ, ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.

ავტორი: ზმნა

07/23/2026