Logo

საზოგადოება

რა გახდა 38 წლის ინფლუენსერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი

რა გახდა 38 წლის ინფლუენსერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ კერძო კლინიკაში, კოსმეტიკური ოპერაციის დროს, ცნობილი რუსი ბლოგერი იულია ბურცევა გარდაიცვალა.

ინფორმაციას რუსი ბლოგერის გარდაცვალების დეტალების შესახებ meduza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. იგი ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Telegram-ის არხებში ვრცელდება ცნობა, რომ ბურცევას დუნდულების გადიდების პროცედურა ჩაუტარდა. პროცედურის დროს მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იულია ბურცევა 38 წლის იყო. ის ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად იტალიაში ცხოვრების შესახებ ისტორიებს აზიარებდა და 70 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

სხვათა შორის ბურცევა საკუთარ ბლოგში იმ კერძო კლინიკის შესახებაც ხშირად საუბრობდა, სადაც გარდაიცვალა.

იულია ბურცევა

ავტორი: ზმნა

01/06/2026