Logo

ცნობილია, სად დაიკრძალება ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი

ცნობილია, სად დაიკრძალება ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი

04/21/2026

ტექსტის ზომა

მას შემდეგ, რაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, მისმა გარემოცვამ გააჟღერა, რომ სურვილი ჰქონდათ, ის მცხეთაში სვეტიცხოვლის ან სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალულიყო.

მალხაზ ჯინორია, რომელიც წლების წინ ბერის სულიერი შვილი იყო, ფეისბუქზე აქვეყნებს პანაშვიდის და გასვენების ინფორმაციას.

"ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, "ჰერმესი", რიტუალების სასახლიდან.

პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი.

დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე." - წერს მალხაზ ჯინორია.

პოსტს კომენტარებით ეხმიანებიან:

"და სადმე, ტაძარში არ მოიძებნა მამაოს ადგილი იქ რომ დაასვენონ? და სადმე ტაძრის ეზოში რომ დაასაფლავონ?"

"იყო საუბარი მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მახლობლად დაკრძალულიყო. ოჯახის წევრები არ დაეთანხმნენ და ასე გადაწყდა. მათ უნდოდათ სადმე მცხეთაში დაეკრძალათ და არ მისცეს უფლება, მცხეთის ნაცვლად მახათას მთა შესთავაზეს."

"რა სამწუხარო ამბავია, გითანაგრძნობთ ყველას. ჯაბა იოსელიანი პანთეონში დაკრძალეს და ბერი ნიკოლოზის, ნატანჯის და ნაწამების სამუდამო განსასვენებელი ჯიქიას სასაფლაოზე უნდა იყოს?"

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026