Logo

ცნობილია, სად იქნება პატრიარქის სამუდამო განსასვენებელი

ცნობილია, სად იქნება პატრიარქის სამუდამო განსასვენებელი

03/18/2026

ტექსტის ზომა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

სინოდის გადაწყვეტილებით უწმინდესს კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იობმა დაუდასტურა.

ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე სინოდის წევრები მედიასთან ცალკეულად ამბობდნენ, რომ თავად პატრიარქის სურვილიც სიონის ეკლესიაში დასაფლავება იყო.

***

2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. საპატრიარქო ტახტს ის თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა.

ასევე დაგაინტერსებთ:

პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი არველაძეა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

პატრიარქისიონი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026