Logo

ჯანმრთელობა

წონაში კლების აბები, რომლის მიღებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი

წონაში კლების აბები, რომლის მიღებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ FDA-მ ჭარბწონიანობისა და წონასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ, დაჩქარებული წესით დაამტკიცა GLP-1 პრეპარატი - ორფორგლიპრონი, რომელიც სხვა ფართოდ გავრცელებული ინექციების მსგავსად მუშაობს; პრეპარატი მადას და სისავსის შეგრძნებას აკონტროლებს.

პრეპარატის ბრენდული სახელი Foundayo იქნება და ბაზარზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება. თვიური დოზის ფასი 149-დან 349 დოლარამდე იქნება.

ახალი მედიკამენტი შეუერთდება კომპანია Novo Nordisk-ის პერორალურ აბს, სახელად Wegovy-ს, რომელიც აშშ-ში გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა.

3000-ზე მეტ ჭარბწონიან ადამიანზე ჩატარებულ კლინიკურ ცდაში, მონაწილეებმა, რომლებმაც ორფორგლიპრონის ყველაზე მაღალი დოზა, 36 მილიგრამი მიიღეს, სხეულის წონის 11,2 პროცენტი 16 თვის განმავლობაში დაიკლეს.

შედარებისათვის, პაციენტებმა, რომლებმაც პლაცებო მიიღეს, წონის 2,1 პროცენტი დაიკლეს.

როგორც Eli Lilly-ს, ისე Novo Nordisk-ის აბები განაპირობებს უფრო ნაკლები წონის კლებას, ვიდრე Lilly-ს საინექციო პრეპარატი Zepbound-ი, რომელიც იწვევს სხეულის წონის საშუალოდ 21-პროცენტიან კლებას, Novo Nordisk-ის საინექციო Wegovy კი - 15-პროცენტიანს.

ორივე დღიური აბი მოხერხებულობას გვპირდება, მაგრამ ორფორგლიპრონი არის პატარამოლეკულიანი GLP-1 პრეპარატი, რომლის მიღებაც რაიმე შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი.

ტაბლეტის ფორმის Wegovy-ს მიღება კი, დილით უზმოზე წყალთან ერთად ხდება, ჭამამდე ან დალევამდე 30 წუთით ადრე.

კვლევის თანახმად, ორფორგლიპრონის მომხმარებლებს ასევე აღენიშნათ წელის გარშემოწერილობის, არტერიული წნევის, ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონის გაუმჯობესება.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

ავტორი: ზმნა

04/02/2026