სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სერტიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი სანდრო ნოზაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ საქმეში მაღალი ხარისხის მისაღებად ყურადღების კონცენტრაციაა საჭირო და ამ მხრივ გამონაკლისს არც კვების პროცესი წარმოადგენს.
რატომ უნდა ვიყოთ კვების დროს თითოეულ ლუკმაზე ფოკუსირებული და კიდევ რა ხერხს უნდა მივმართოთ წონაში კლებისათვის? ამ თემაზე ნუტრიციოლოგმა "ველნეს პოდკასტში" ისაუბრა.
"წონაში კლება შესაძლებელია საკვებ რაციონში სოუსების შემცირებით ან ამოღებით. სოუსები საკმაოდ მაღალკალორიულია, განსაკუთრებით მაიონეზი, ზეთიანი სოუსები, ცხარე- მჟავე სოუსები... ისინი როგორც წესი, საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამასთანავე ეს სოუსები თავისთავად ძალიან აგემრიელებს შენს საკვებს და მერე მისგან თავის შეკავება კიდევ უფრო რთულია...

და ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა ხემსის შემცირება ან ამოღება.
ხემსი რა არის იცით? “პა-ხოდუ” ჭამა - ანუ ლაპარაკობ ტელეფონზე, მანქანაში, კომპიუტერთან ხარ და თან “სმუსნაობ”... ამ დროს დიდი შანსია ისე ამეტებდე კალორიებს, რომ ვერც კი ხვდებოდე.

როცა მაგალითად ვახშამს მიირთმევ, კონცენტრირებული ხარ - სტეიკი ძალიან რთულია ჭამო ისე, რომ ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ხემსის დროს ძალიან ხშირად ისეთ რაღაცას აკეთებ, რომ არ აქცევ ყურადღებას - გაივლი-გამოივლი შეჭამ... და თუ შენ ამოიღებ ამ "გაივლი-გამოივლი შეჭამ" პროცესს და თუნდაც ხემსის დროს დააკვირდები შენს ყველა ნაკბეჩს, ყველა ლუკმას და დააფიქსირებ რომ შენ ახლა ამას ჭამ, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ გადაამეტო. მით უმეტეს,თუ ნელა შეჭამ," - გვირჩევს ნუტრიციოლოგი.
05/25/2026