ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ქართული ესტრადის მოყვარულებს სიურპრიზი ელით. მალე ეკრანებზე მერაბ სეფაშვილისა და ნინი შერმადინის დუეტი გამოჩნდება.
ახალი სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია.
დუეტის პრემიერას ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში აანონსებს და ამბობს, რომ მერაბ სეფაშვილთან დუეტი მისი ბავშვობის ოცნება იყო.
"დღეს მთელი ბავშვობის ოცნება ამიხდა, მერაბ სეფაშვილი იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მომღერალი, მისი ავტოგრაფი დღესაც მაქვს. ჰოდა ცოცხალ ლეგენდასთან ჩავწერე დუეტი და ძალიან მალე იხილავთ ეკრანზე.
უდიდესი მადლობა ჩემს უნიჭიერეს მაიკო კაჭკაჭიშვილს ამ საოცარი სიმღერისთვის და ტექსტისთვის! მიყვარხარ!
განსაკუთრებული მადლობა მერაბს, ეს დღე არასდროს დამავიწყდება! მიყვარხართ! " - წერს ნინი შერმადინი.
02/15/2026