
09/14/2026
ეკა ბესელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფეისბუქზე, ხშირად წერს. უკვე საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება, ახალს რას დაწერს ცნობილი ადვოკატი და როდის ამცნობს ყველას, რომ დედა გამოჯანმრთელდა.
გულიკო ორაგველიძე ჯანმრთელობისთვის აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული იბრძვის. ავადმყოფობის მიზეზი მოულოდნელად გამსკდარი ანევრიზმა გახდა.
ეკა ბესელია: რეანიმაციის ჩანაწერებიდან...
38 დღე გავიდა, რაც მხოლოდ მე გესაუბრები და შენ მხოლოდ მისმენ… ( მჯერა გესმის ) იმედი მაქვს, მალე მოვა დრო, როდესაც ამ ჩანაწერებს წაიკითხავ და ვიცი, ზუსტად რას იგრძნობ (როგორ ვანერვიულე ჩემი შვილები…).
ახლა კი, როცა რეანიმაციაში თითქმის თვალდახუჭული ( რომ სხვა არავინ არ აღმებეჭდოს…) შემოვდივარ - ვცდილობ გავიღიმო და როგორც ჩემი ნანა ჩაჩუა მარიგებს - მხოლოდ პოზიტიური, იმედიანი სიტყვები გითხრა. გიყვები ამბებს, რამდენი ადამიანი ლოცულობს შენზე, დედა და გკითხულობს…
შენი ეზოს ყვავილები გელოდება, რომელზეც ასე ზრუნავდი და გიყვები, რომ მე შენსავით ვერ ვუვლი… შენ ჭირდები მათაც კი…

როცა მეუბნებოდნენ ექიმები "იმედს ვერ გაძლევთ" - არ ვიღებდი ამ ფრაზას და ვამბობდი ჯიუტად - გ ა დ ა რ ჩ ე ბ ა!!! იცოცხლებს!!!
შენ დამაჯერე ეს, რადგან არასოდეს ამბობდი, რომ რამე გაწუხებდა.. კითხვაზე როგორ ხარ დედა - სწრაფად მპასუხობდი - კარგად, დედა. მეგონა, სულ ასე იქნებოდა…
ახლა თვალს რომ გაახელ ცოტა ხნით - სიხარულით არ ვიცი, რა ვქნა… ირაკლი ექიმმა დაიწყო რეაბილიტაცია და ვარჯიშები… მეუბნება, რომ დრო ჭირდება და აღდგება…. გონება…. ცნობა… საუბარი…. მოძრაობა…. ველოდები ამ დღეს…
ვიცი არ უნდა დავიღალო, არ მოვდუნდე… არ მოვეშვა… არ… არ…
შენ მასწავლე, რომ ყველაფერი შეუძლია ადამიანს…
გეხუმრე დღეს, რომ წითელი ფერის თმა, ასე რომ გიყვარს, ახლად ამოსული თეთრით უნდა შეგიცვალოთქო და ნეტა რას იტყოდი ამ დროს…
და ცრემლი შეგნიშნეთ, უკვე მესამედ. ექიმმა - კარგია, ემოციაააო.
მე კი გამიშრა.
სამყარო შენი პალატის ზომის და ფერის გახდა ჩემთვის და არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ვიცი, რომ ამ სამყაროს შენთან ერთად ვხედავ მხოლოდ.

გააზიარე სტატია