Logo

წვიმა 37 დღის განმავლობაში - იაპონიის დედაქალაქმა ისტორიული რეკორდი მოხსნა

წვიმა  37 დღის განმავლობაში - იაპონიის დედაქალაქმა ისტორიული რეკორდი მოხსნა

10/06/2026

ტექსტის ზომა


ტოკიოში, მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში უჩვეულო რეკორდი დაფიქსირდა. იაპონიის დედაქალაქში 37 დღის განმავლობაში, 27 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე წვიმდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ეს ტოკიოსთვის ყველაზე ხანგრძლივი წვიმიანი პერიოდი იყო მას შემდეგ, რაც შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ანუ 1986 წლიდან.

ტოკიო

ახალი რეკორდი თავდაპირველად 29 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ტოკიოში ზედიზედ 34-ე წვიმიანი დღე აღირიცხა. მანამდე ყველაზე ხანგრძლივ პერიოდად 2019 წლის 27 ივნისიდან 29 ივლისამდე დაფიქსირებული 33 დღე ითვლებოდა. თუმცა წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა და საბოლოოდ რეკორდი 37 დღემდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ „37 წვიმიანი დღე“ არ ნიშნავს 37 დღის განმავლობაში უწყვეტ, გადაუღებელ წვიმას. ზოგიერთ დღეს ნალექი მცირე რაოდენობით ან მცირე ხნით მოდიოდა. თუმცა რეკორდი რეკორდია და არაფერი ცვლის იმას, რომ ტოკიოს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ნალექი ზედიზედ 37 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

ტოკიო


უჩვეულოდ ხანგრძლივ წვიმებს ხელს შემოდგომის წვიმების ფრონტის გაჭიანურება და იაპონიასთან რამდენიმე ტაიფუნის მიახლოება უწყობდა. სექტემბერში ტოკიოში 696,5 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც ჩვეულებრივ მაჩვენებელზე სამჯერ მეტი.

3 ოქტომბერს რეკორდული სერია დასრულდა. მეტეოროლოგებმა დაადასტურეს, რომ ამ დღეს ტოკიოში ნალექი აღარ დაფიქსირებულა.

წყარო: The Japan Times, Kyodo News.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

რეკორდიტოკიოშემოდგომაწვიმახანგრძლივი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026