Logo

საზოგადოება

"წყეული იყოს ყოველი, ვინც შენ ამ სიტუაციამდე მიგიყვანა!" - ცნობილი დიზაინერი ლიზი მოისწრაფიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმიანება

"წყეული იყოს ყოველი, ვინც შენ ამ სიტუაციამდე მიგიყვანა!" - ცნობილი დიზაინერი ლიზი მოისწრაფიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმიანება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

11 აგვისტოს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. 27 წლის ლიზი მოისწრაფიშვილი მეთორმეტე სართულიდან გადავარდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა...

ტრაგედიამ მთელი ზღვისპირა ქალაქი შეძრა.

ლიზი აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ერთადერთი ქალიშვილია. ნანა წლების მანძილზე აჭარის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

ლიზის 11 წლის ქალიშვილი დარჩა...

ლიზი მოისწრაფიშვილი

მწუხარებას გამოთქვამს აჭარის ტელევიზია და რადიო და წერს: "ლიზი სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი და გამორჩეული სახე. ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად".

როგორც "ზმნისთვის" გახდა ცნობილი, ლიზი დეპრესიას ებრძოდა, მკურნალობის კურსს გადიოდა. მალე კი, სამკურნალოდ თურქეთში უნდა გამგზავრებულიყო...

"რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო... მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის... რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად...

ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორ უნდა გავუძლოთ" - წერს ფეისბუქზე ნანა სარიშვილი.

ლიზი მოისწრაფიშვილი

მომხდართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს ბათუმელი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე. გოგას და ლიზის დედები უახლოესი მეგობრები არიან.

გოგა ნიქაბაძე

გოგა ნიქაბაძე:

"წყეული იყოს ყოველი, ვინც შენ ამ სიტუაციამდე მიგიყვანა!

ჩემო ფერია!

შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი.

შენ არ დადიოდი დედამიწაზე, შენ დაფრინავდი, დაფრინავდი და ამშვენებდი ჩვენს ქალაქს, პოდიუმს, სამყაროს.

ლიზი მოისწრაფიშვილი

შენ ჩემი ლამაზი სამყაროს შეუდარებელი ფერია ხარ და ასე იქნება მუდამ. შენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო იყავი, ხარ და იქნები. სილამაზე არ გარდაიცვლება, სილამაზე მარადიულია, სიყვარული მარადიულია.

ვერ ვპოულობ ახსნას რომ გავიგო, რატომ გაფრინდი ამჯერად გაუგებრად და რატომ გაფრინდი ისე, როგორც შენ არ შეგეფერება.

ვეხვევი შენ ლამაზ სხეულს, შენ გულს, შენ შინაგან სამყაროს, შენ ლამაზ მზერას.

გაფრინდი ჩემო გოგო ზეცაში და შეუერთდი ანგელოზებს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული.

ნანა! არ დავიშურებ არაფერს, რომ შენში დავაბრუნო სიცოვხლე! მიყვარხარ."

ლიზი მოისწრაფიშვილი

ავტორი: ზმნა

08/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024