Logo

"წყობიდან მხოლოდ იმას გამოვყავარ, როცა ნუცაზე მწერენ რაღაცას" - მაია ასათიანი

"წყობიდან მხოლოდ იმას გამოვყავარ, როცა ნუცაზე მწერენ რაღაცას" - მაია ასათიანი

03/06/2026

ტექსტის ზომა

პოპულარულმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა "ფუ პოდკასტში" ტროლების მიერ პოპულარული ადამიანების ბულინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი წყობიდან გამოყვანა საკმაოდ რთულია.


"ჩემი წყობიდან გამოყვანა რომელიმე კომენტარს რთულად შეუძლია. ერთადერთ წყობიდან გამოვყავარ, როცა ნუცაზე მწერენ რაღაცას. ტროლების მეთაურებმა იციან, რომ ამაზე გამოვდივარ წყობიდან.
ადამიანები თვითშეფასებას იმაღლებენ ამით. ძირითადად მიწერენ - "რას დაემსგავსა ეს გოგო, რა უქნა თავის თავს? დაგვიბრუნეთ 20 წლის წინანდელი მაია ასათიანი..."
როგორ გავხდე 20 წლის, როცა 49 წლის ვარ?
თუმცა ისიც მახსოვს, კარიერის დასაწყისში ძალიან ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ მიწერდნენ აღირსეთ პროფილს ლამაზი წამყვანიო,"-იხსენებს ტელეწამყვანი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბულინგიმაია ასათიანიტროლები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026