Logo

სასარგებლო რჩევები

თუ ამ წესებს დაიცავთ, ვახშამი ვერაფერს გავნებთ

თუ ამ წესებს დაიცავთ, ვახშამი ვერაფერს გავნებთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე დიეტოლოგები გვიან ვახშამს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღარ მიიჩნევენ.

ცხოვრება შეიცვალა. თანამედროვე ადამიანი გვიანობამდე შრომობს, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს ან მშრალ საკვებზე გადაივლის, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვახშამი.

უსაფრთხო ვახშმის წესები კი ასეთია:

სწორად შეარჩიეთ პროდუქტები

ბევრს ჰგონია, რომ ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ცივად საჭმელი. სინამდვილეში ტემპერატურასა და კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული, მოხარშული თევზი ან მსუბუქი წვნიანი. ასეთ მენიუს ნაწლავებიც უფრო უკეთ გადაამუშავებენ, ვიდრე მშრალ ლორიან, ყველიან და კარაქიან ბუტერბროდს.

ბევრი ცდილობს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავი რამე გემრიელით დაისაჩუქროს - ლუდით, ნაყინით, ნამცხვრით... ესენი ვახშმად ნამდვილად დამღუპველია.

ნუ მიეძალებით ხილს

უმჯობესია, ხილი მიირთვათ დღის განმავლობაში - დილით და შუადღისას, სადილის შემდეგ. ყველაზე საშიშია ბანანი, მანგო, ყურძენი და ზოგიერთი ჯიშის ვაშლი. გარდა ამისა, ღამით ხილი იწვევს აირების დაგროვებას ნაწლავებში, რაც დაძინებას უშლის ხელს.

მიირთვით მაკარონი

დიახ, დიახ, მაკარონი! იგი, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, წელის ზომას ნამდვილად არაფერს ავნებს. მთავარია, სწორად შეურჩიოთ სოუსი. მაიონეზი, არაჟანი და ნაღები არ შეიძლება, აი, ჩვეულებრივი ტომატის წვენით კი შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.

სალათა

ვახშმად განკუთვნილ სალათაში უნდა დომინირებდეს ყველი, პომიდორი, სხვა ბოსტნეული, კვერცხი, მწვანილი. შეაზავეთ მცენარეული ზეთით ან ლიმონის წვენით.

ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე

ჭარბი კალორიები დაწვას მოასწრებს და ძილიც მშვიდი და ჯანსაღი გექნებათ, მას არც მუცლის "ბუტბუტი" დაგირღვევთ, არც მისი შებერვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

ავტორი: ზმნა

04/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024