Logo

სასარგებლო რჩევები

“თუ ბავშვი სწავლობს მათემატიკას და მეცნიერებას, რატომ არ უნდა ისწავლოს, როგორ მოუაროს საკუთარ სხეულს?" - არუნ ხათრი

“თუ ბავშვი სწავლობს მათემატიკას და მეცნიერებას, რატომ არ უნდა ისწავლოს, როგორ მოუაროს საკუთარ სხეულს?" - არუნ ხათრი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ინდოელი მკურნალი, აიურვედას სპეციალისტი არუნ ხათრი, რომელიც თავის რჩევებსა და მეთოდებში განსაკუთრებულ ყურადღებას კვების წესებზე ამახვილებს, ფიქრობს, რომ კვების გაკვეთილს ბავშვები პატარა ასაკიდან უნდა სწავლობდნენ.

არუნ ხათრი მიიჩნევს, რომ ბავშვებში არასწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას, ინფორმაციის სიმცირე განაპირობებს.

“თუ ბავშვი სწავლობს მათემატიკას და მეცნიერებას,

რატომ არ უნდა ისწავლოს როგორ მოუაროს საკუთარ სხეულს?

ყველა სკოლაში უნდა იყოს ერთი მარტივი საგანი - კვება - უბრალოდ რეალური ცოდნა საკვების შესახებ...

რადგან დღეს ბავშვები იზრდებიან პურზე, ჩიფსებზე, კოკა-კოლაზე, ენერგეტიკულ სასმელებზე და სწრაფ კვებაზე...

და მერე ვკითხულობთ - რატომ იზრდება სიმსუქნე? რატომ იწყება ქრონიკული დაავადებები ასე ადრე?

თუ ამას ადრევე ვასწავლით, ყველაფერი იცვლება. ვნახავთ ნაკლებ ჭარბწონიან ბავშვს, ძლიერ იმუნიტეტს, დიაბეტის, გულის პრობლემების და სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარე დაავადებების ნაკლებ შემთხვევებს...

და ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის. ეს ეხება თითოეულ ოჯახს.

საკვების შესახებ ცოდნის მცირე ცვლილებითაც კი შეიძლება დაიზოგოს თითქმის 500-დან 1000 ლარამდე წელიწადში - ის ფული, რომელიც დღეს იხარჯება მედიკამენტებზე...

დაფიქრდით ამაზე.

ჯანმრთელობა -  ნაცვლად სამედიცინო ხარჯებისა.

უფრო ძლიერი შემდეგი თაობა.

უფრო ჭკვიანი და ჯანმრთელი საზოგადოება.

ეს არ არის დიდი რეფორმა, ეს არის ერთი საგანი, ერთი ნაბიჯი, ერთი გადაწყვეტილება...

ჩვენი ბავშვები ამას იმსახურებენ,” - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ზმნა

04/29/2026

აიურვედაარუნ ხათრიპროდუქტიჯანმრთელობა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024