Logo

„თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მოგბეზრდა" - გია მურღულიას რჩევა

„თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მოგბეზრდა" - გია მურღულიას რჩევა

01/28/2026

ტექსტის ზომა

„თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მოგბეზრდა, იფიქრე, რომ სამყარომ მიგატოვა, დეპრესიამ უხეშად შემოგიტია და სიცოცხლე აღარ მოგინდა, გაიხსენე - მრავალი სხვა შესაძლებლიდან ღმერთმა დასაბადებლად შენ აგირჩია.

ამაზე მეტი გამორჩეულობა აღარ არსებობს.

მან მოგცა სიცოცხლე.

მოგცა სასიცოცხლო ენერგია.

მოგცა ნიჭი და შესაძლებლობა - შენზე განგებით დაკისრებული ფუნქციისა და მოვალეობის შესასრულებლად.

მოგცა ღიმილი სიხარულისთვის და ცრემლები - ნათელი სევდისთვის.

მოგცა მიზნის გააზრების უნარი, შეუპოვრობა და გარჯის ძალა.

მოგცა შემოქმედებითი ენერგია მიზანშეწონილისა და მშვენიერის შესაქმნელად.

მოგცა იუმორის გრძნობა სამყაროსა და შენ თავთან შეხუმრებისთვის.

დაგაჯილდოვა ბედნიერებისკენ სწრაფვის უნარითა და მისი მოპოვების შესაძლებლობით.

მოგცა საჩუქართა გვირგვინი - სიყვარული და სულის სინათლე - ღირსება.

დაგენახვა, თავი შეგაცნობინა და აგიშენა ბოროტისგან აუღებელი ორი დიდებული ციხე-სიმაგრე - რწმენა და იმედი.

და შენ ამბობ, რომ მიტოვებული მარტოსული ხარ და სიცოცხლე არაფრად გიღირს?!

მან ყველაფერი მოგცა და შენ გინდა არაფრად გადააქციო?

სადღაა შენში მადლიერება?

სადღაა შენში ადამიანი?

მოიკრიბე შენი სინათლე, გააღე კარი, გამოდი გარეთ, შეხედე ცას და თქვი მთავარი სიტყვები:

"მე აქ ვარ, ღმერთო და მზად ვარ - შენი სიყვარული გავამართლო."

არ არსებობს ისეთი დაცემა, ღმერთით, მოყვასითა თუ შენივე ნებით ფეხზე რომ ვერ წამოუდგე.

სიცოცხლეს არ შეუძლია სიკვდილი იყოს.“

გია მურღულია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026