Logo

კულტურა

"თუ ეს ფიროსმანია, მაშინ ყველა საინფორმაციო ამ ამბით უნდა იწყებოდეს" - რა აღმოაჩინეს მხატვრის საცხოვრებელ სარდაფში

"თუ ეს ფიროსმანია, მაშინ ყველა საინფორმაციო ამ ამბით უნდა იწყებოდეს" - რა აღმოაჩინეს მხატვრის საცხოვრებელ სარდაფში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იმ სივრცეში, სადაც დიდმა ქართველმა მხატვარმა, ნიკო ფიროსმანმა სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი გაატარა, ამჟამად მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, იპოვეს მოხატული სარდაფი. ამის შესახებ ფეისბუქზე ნინო მიქიაშვილი წერს და პოსტს ფოტოებს ურთავს.

ფიროსმანიფიროსმანიფიროსმანი

"ორ დიდ კედელზეა მხატვრობა შემორჩენილი. თუ ეს ფიროსმანია, მაშინ ყველა საინფორმაციო ამ ახალი ამბით უნდა იწყებოდეს და ადგილზე საგანგებო ზომები უნდა მიიღოს კულტურის სამინისტრომ; თუ ეს ფიროსმანი არ არის, მაშინ ვინ მოხატა იქაურობა, ეს უნდა გაირკვეს.
სანამ თქვენ მოგმართავდით, ამ კედლების ვიდეოკამერით გადაღების შემდეგ, კულტურის სამინისტროში წავედი, რათა გამერკვია საქმის ვითარება, მაგრამ შევაყარე კედელს ცერცვი. განცხადება დაწერეთო, - შესასვლელში მითხრეს. ჩემს განცხადებებს უპასუხოდ ტოვებს სამინისტრო, ძეგლთა დაცვის სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი რუხაძე გახდა, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი.
სახელმწიფოს ძალიან მარტივად, ერთ საათში შეუძლია იმის დადგენა, ეს კედლები ფიროსმანმა მოხატა თუ სხვა მხატვარმა!
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრობის დროს ქალბატონმა თეა წულუკიანმა, ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობით, სახელმწიფო სახსრებით შეიძინა საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც ხელოვნების მუზეუმშია განთავსებული. აი, ამ ლაბორატორიაში მარტივად გაირკვევა ხსენებული კედლის ამბავი (მოვიკითხე და ჯერ არავის მიუმართავს. არადა, მოხატული კედელი კარგა ხნის წინ უპოვიათ!).
იმ სივრცეში, სადაც ფიროსმანის მუზეუმია (და იქვე დიდი თბილისური ეზო), სარესტავრაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2025 წლის 29 იანვარს დაიწყო. ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ფიზიკური სამუშაოები. მოხატულ კედლის ამბავი სასწრაფოდაა გამოსარკვევი.
გთხოვთ, დაინტერესდეთ, ჩაერიოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები" - წერს მიქიაშვილი სოციალურ ქსელში და მთავრობას მიმართავს.

ფიროსმანი

ავტორი: ზმნა

04/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024