Logo

რელიგია

„თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს ძლიერი და მყარი ოჯახი ჰქონდეთ, ნუ ჩაერევით“- მღვდელი გიორგი კარელიძე

„თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს ძლიერი და მყარი ოჯახი ჰქონდეთ, ნუ ჩაერევით“- მღვდელი გიორგი კარელიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შვილების ბედნიერება, ყველა მშობლის უპირველესი საზრუნავია. მშობლები უპირობოდ ცდილობენ საკუთარი შვილების მომავლის უზრუნველყოფას და აქტიურად ერევიან მის ცხოვრებაში მას შემდეგაც კი, რაც შვილს უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს.

მშობლების ზედმეტი მზრუნველობა, ახალდაქორწინებული წყვილისათვის ზოგჯერ დახმარების ნაცვლად ხელის შემშლელ ფაქტორად იქცევა ხოლმე.

შვილების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს მშობლებს დეკანოზი გიორგი კარელიძე.

მღვდელი

  • „ დედებო და მამებო, დედამთილ-მამამთილებო, სიდედრ-სიმამრებო, მულებო და მაზლისცოლებო გახსოვდეთ: თქვენ, თქვენი შვილების და და-ძმების ოჯახის ცენტრი არ ხართ…
  • თქვენ იქ სიყვარულით მიგიწვიეს და თქვენ ყველაზე სასურველი სტუმრები ხართ…
  • მაგრამ, ასევე იმასაც უნდა შეეჩვიოთ, რომ იქნება პერიოდი როცა არასასურველებიც კი იქნებით მათ ცხოვრებაში და სახლშიც... (რას ვიზამთ)
  • პატივს გცემენ, მუდმივად იურთიერთოთ, თუკი ბრძენნი იქნებით და თუ გეცოდინებათ , როგორ გაჩუმდეთ, როცა ძალიან გინდათ ილაპარაკოთ და როგორ გაჩერდეთ, როცა ძალიან გინდათ ჩარევა…
  • თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს ძლიერი და მყარი ოჯახი ჰქონდეთ, ნუ ჩაერევით ზედმეტად სანამ არ გთხოვენ ან უკიდურესობამდე არაა ყველაფერი მისული…
  • თუ გინდათ, რომ თქვენს ქალიშვილს სიმშვიდე ჰქონდეს, ნუ დაიწყებ მისი ქმრის ჭკუის სწავლებას და განსწავლას თუ მან არ გთხოვა…
  • შენ შენი ცხოვრება ხომ უკვე იცხოვრე ასე თუ ისე, ავად თუ კარგად - ახლა მათაც მიეცი საშუალება იცხოვრონ თავის ცხოვრება…
  • და ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ გაუკეთოთ მათ, ეს არის როცა ძალიან გინდა ჩაერიოთ მათ ცხოვრებაში მოთმინებით უკან დაიხიოთ, ილოცოთ მათთვის მთელი გულით და იყოთ მათთან მაშინ, როცა დაგიძახებენ…
  • ძნელია მაგრამ აუცილებელი!…

დალოცოს ღმერთმა ჩვენი და ჩვენი შვილების ოჯახები!“

მღვდელი გიორგი კარელიძე

ავტორი: ზმნა

01/28/2026

გიორგი კარელიძემღვდელიოჯახირჩევებიშვილები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024