Logo

"თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და მალავ..." - სოფო ბიბილაშვილი ყოფილ ქმარს მიმართავს

"თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და მალავ..." - სოფო ბიბილაშვილი ყოფილ ქმარს მიმართავს

09/14/2026

ტექსტის ზომა

სოფო ბიბილაშვილმა პოდკასტში "თაიასთან", შვილის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, ახალი ფაქტი გაიხსენა, თუ როგორ დაუკავშირდა გურამი მამიდის სახლიდან და წაყვანა სთხოვა. ეს იმ ტრაგიკულ გაუჩინარებამდე, ერთი კვირით ადრე მოხდა.

სოფომ გადაცემიდან ყოფილ ქმარს და მულს მიმართა.

სოფო ბიბილაშვილი: სანამ გურიკა დაიკარგებოდა, ორი თვის მანძილზე მამიდასთან ცხოვრობდა. მე გამახსენდა, ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე დამირეკა.

სახლი არ მქონდა, ხან ძმასთან ვცხოვრობდი, ხან ბიძაშვილთან, ხან - დეიდაშვილთან. ბავშვი მამიდასთან იყო და დამირეკა, დედა, წამიყვანეო. ხმამაღალი საუბარი მქონდა - დე, მაცადე ჩამოვიტანო ჩემი ნივთები, ბინას ვიყიდი-მეთქი. ბავშვთან საუბრიდან ორი წუთი არ იყო გასული, მამიდამისმა დამირეკა, სოფო, გურიკა რას გელაპარაკებოდაო?

მინდა მივმართო რევაზ დადიანიძეს: 12 წლის წინ ითხოვდი მკვდარი შვილის პოვნას. ნუთუ, თორმეტმა წელმა ასე გაგიქვავა გული, რომ დღეს არ გინდა გამოსვლა და საკუთარი შვილის პოვნა?! რა მდგომარეობაში დაიკრგა, რა მდგომარეობაშია ახლა და სად არის შენი ერთადერთი შვილი, რომელსაც დღემდე ვეძებ?

დგახარ და სახლების რემონტს უნდები. ვის ურემონტებ სახლს, მაინტერესებს? თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და შენ მალავ ჩემს შვილს, არასოდეს ჩათვალო, რომ ამ ყველაფერს გაპატიებ.

სოფო ბიბილაშვილი

თუ რამე წვლილი მიგიძღვით, ან მამას ან მამიდას და იცით, ჩემი ტანჯვით გაზრდილი შვილი სად არის და არა აჩენთ, ჩემზე მეტი მტერი არ გეყოლებათ.

ვთქვი და ვიმეორებ, თუ გურამ დადინიძე ცოცხალია, მაშინ გონება არ აქვს. ის მე არასდროს მიმატოვებდა. თუ ფსიქოტროპულმა წამლებმა გონება აურიეს და ბავშვი იმ მდგომარეობაში ჰყავთ, რომ ვერ იხსენებს, ვინ არის, მაგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცოცხალი. თუ გურიკა ცოცხალი არ არის, ესეც თქვენი ბრალია. ვიბრძოლებ იქამდე, სანამ არ ვიპოვი.

გადაცემა სრულად

გურამ დადიანიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026