Logo

რელიგია

"ზრდასრულ ადამიანს ნათლია არ სჭირდება" - მითები და სინამდვილე ნათლობასთან დაკავშირებით

"ზრდასრულ ადამიანს ნათლია არ სჭირდება" - მითები და სინამდვილე ნათლობასთან დაკავშირებით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

19 იანვარს ქრისტიანული სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოში ნათლობის განსაკუთრებულად ბევრი ცერემონია სრულდება.

ნათლობა ის საიდუმლოა, რომლის შესახებაც უამრავი წესი და აკრძალვა არსებობს, რომელთა ნაწილსაცზოგჯერ სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

იმ მრავალრიცხოვან კითხვებზე, რომლებსაც საზოგადოებას ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით განსაკუთრებით ხშირად სვამს„ზმნა.ჯის“ დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ესაუბრა.

მამა კახაბერი

„ზრდასრულ ადამიანს, თუ ის გადაწყვეტს, რომ გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ნათლია არ სჭირდება. მას შეუძლია მივიდეს ეკლესიაში, ესაუბროს მოძღვარს მოინათლოს და დაიწყოს ამ მოძღვართან ურთიერთობა. ასეთ დროს ადამიანს ნათლია არ სჭირდება, რადგან მღვდელი ნათლიად ითვლება. მე რამდენ ნათლობასაც აღვასრულებ, ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთი ნათლიაც ვარ. იმიტომ რომ ამ საიდუმლოს შემსრულებელი ვარ.

აქედან გამომდინარე, ზრდასრულ ადამიანს ნათლია არ სჭირდება, ნათლია გვჭირდება ჩვილისთვის.

რატომ ვნათლავთ ჩვილს?

ზოგჯერ ჩნდება ეს კითხვა, რატომ ვნათლავთ ჩვილს? ჩვილის მონათვლით ჩვენ ხომ არ ვართმევთ მას თავისუფლებას? იქნება და არ უნდა მას მართლმადიდებლობა?

ნათლობა

არ ვართმევთ თავისუფლებას, რადგან მას სამუდამო ბორკილები კი არ ადევს, რომ გაიზრდება, სადაც მოუნდება იქ წავა.

მაგრამ მორწმუნე მშობელს, ყოველთვის ურჩევნია მშვიდად იყოს და ჩვილობაში მონათლოს შვილი. იმიტომ, რომ არ იცის საერთოდ მიაღწევს თუ არა ის ზრდასრულ ასაკამდე. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ დაზღვეული არაფრისგან არ ვართ ადამიანები.

როგორ უნდა ხდებოდეს ნათლიის შერჩევა?

ახლა ისეთი მოდა შემოვიდა ხშირად გაიგონებთ - შეიძლება ჩემი შვილი ჩემმა დამ რომ მონათლოს ან ჩემმა ბიძაშვილმა?

დაზე და ბიძაშვილზე უკეთესი ვინ გყავს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შეარჩიო მორწმუნე ადამიანი, რადგან თუ შენ გინდა, რომ მართლმადიდებლობაში მონათლო ბავშვი, მას უნდა ჰყავდეს მართლმადიდებელი ნათლია, რომელიც მას აღზრდის, რაღაცას მისცემს.

ხშირად გაგვიგონია, რომ რომ ნათლიობის შემოთავაზებაზე უარის თქმა არ შეიძლება...

უარის თქმა კი არა, დათანხმება არ შეიძლება თუკი არ გაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ეს იცით რას ჰგავს? დაახლოებით ასეთი რამეს, რომ შემოგთავაზონ "პილოტი ვერ გამოცხადდა დღეს და თქვენ თუ დაჯდები თვითმფრინავთანო." დაჯდებით? ან გემის მართვას ითავებთ, თუკი არ გაქვთ ამის გამოცდილება?
თუ ხვდებით, რომ ვერ იქნებით ისეთი ნათლია, როგორიც საჭიროა, უნდა თქვათ უარი.

ნათლიობის დროს როცა გეუბნებიან თქვით „მრწამსი“, ვიღაცას ჰგონია ზეპირად უნდა იცოდეს... ზეპირად შეიძლება ადამიანმა მთელი ბიბლია იცოდეს,მაგრამ ერთი სიტყვა ვერ გაიგოს იქიდან.

„მრწამსი“, რომელსაც ნათლობისას ვკითხულობთ, ჩვენი ცხოვრების მრწამსი უნდა იყოს და ამ კრიტერიუმების მიხედვით ვარჩევთ ნათლიას. იმიტომ რომ მინდა ჩემი შვილიც ასეთი გაიზარდოს.

თუ პასუხისმგებლობას არ აცნობიერებ ადამიანი, ნათლიობაზე არ უნდა დათანხმდე არავითარ შემთხვევაში და თუ იტვირთავ ამ მოვალეობას, მაშინ კეთილი უნდა ინებო და შეინარჩუნო ეს ურთიერთობა არა 19 იანვარს რომ დაგირეკავს და დაურეკავ, არამედ ყოველდღიურად.

თუ შენ დადიხარ ეკლესიაში, უნდა იცოდე, შენი ნათლული თუ დადის, მოძღვართან თუ აქვს კავშირი, კითხვები თუ აქვს. ეს ყველაფერი შენი მოვალეობაა.

არ შეიძლება ეს ფორმალური იყოს. თუ ადამიანი ნათლობის საიდუმლოზე მიდის რიტუალისთვის, ასეთ ნათლობას რა აზრი აქვს.

შეიძლება თუ არასრულწლოვანი იყოს ნათლია?

ხშირად გვესმის, ბავშვს მოვანათვლინოთ, რომ გაიზრდებიან იმეგობრებენ. ეს არასწორია.

არასრულწლოვანი არ შეიძლება იყოს ნათლია, რადგან არასრულწლოვანს როგორ შეიძლება მრწამსის შემეცნება მოვთოვოთ? ნათლია უნდა იყოს გაცნობიერებული, ეს ყველაფერი გათავისებული უნდა ჰქონდეს და ამ ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს. არასრულწლოვანი, რომელიც ჯერ არ არის გაცნობიერებული, აღსარებას თვითონ ვერ ამბობს, ის რომ დააყენო ნათლიად, გამოდის რომ ეს ფორმალურად ხდება.

ნათლობის ნათესაობა რომ 9 თაობაზე გადადის ამის შესახებ რას გვეტყვით?

ნათლობა 9 თაობაზე გადადის - ესეც მითია. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ როგორ მიმდინარეობს ნათელმირონობა.

ნათლობა

მე თუ მოვნათლე ვინმეს ბავშვი, ჩვენი ნათესაობა აღმავალი არ არის, ანუ ჩვენი მშობლები არ ნათესავდებიან. არც ნათლულის დედმამიშვილები არ ნათესავდებიან ჩემთან. ნათესავები ვართ მე, ჩემი ნათლული და მისი მშობლები. ასევე ჩემი შვილი და ჩემი ნათლული. ნათესაობაც ამ ხაზით გრძელდება, დედმამიშვილობაში არ იხედება. მით უმეტეს გარე ბიძაშვილობაში.

არსებობს გავრცელებული მოსაზრება ე.წ. „მირონის დაბრუნების“ შესახებ…

ნათლობის დაბრუნებისა და მირონის დაბრუნების ამბავიც მითია. ზოგჯერ დგება ისეთი ვითარება, რომ შეიძლება ერთმა მეორეს მოუნათლოს შვილი და მერე მეორემ პირველს. არანაირი მირონის დაბრუნება ამ დროს არ ხდება.

რაც შეხება ნათლიების რაოდენობას?

ახლა ნათლიების რაოდენობა შეზღუდულია. სინოდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან თითქოს გაშარჟებული იყო ეს საკითხი, მოდიოდა ადამიანი და 11 ნათლია სურდა. სინამდვილეში ნათლია მხოლოდ ერთია.

თუ ადამიანმა არ იცის, მონათლულია თუ არა, შეიძლება რომ ხელახლა ჩატარდეს ნათლობის საიდუმლო?

მეორედ ნათლობა არის ძალიან დიდი ცოდვა. თუ არ იცის მონათლულია თუ არა, ნათლობის განსხვავებული ფორმულა არსებობს. თუ ნათლობისას ვამბობთ „ნათელს იღებს მონა ან მხევალი ღვთისა“, ასეთი შემთხვევის დროს ჩვენ ვამბობთ, „უკეთუ არა ნათელღებულ არს, ნათელს იღებს მონა ან მხევალი ღვთისა.“

ასევე კატეგორიულად არ შეიძლება თავიდან მონათვლა რაიმე მიზეზით, მათ შორის ნათლიასთან ურთიერთობის გაფუჭების გამო.

როცა ნათლია არ ესწრება ნათლობას და მის სახელს მოიხსენიებენ?

"ნათლიის მოხსენიება" - ამ პრაქტიკის მომხრე არ ვარ, მაგრამ ხანდახან არის გამოუვალი მდგომარეობა, როცა ასეა საჭირო. მე ყოველთვის ვეუბნები, ვაფრთხილებ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლები ნათლიად, თუ შეასრულებ მოვალეობას, თუ არა - მოხსენიება გაბათილდება.

რატომ არ უნდა ესწრებოდეს მშობელი შვილის ნათლობას?

ეს ძალიან გავრცელებული მითია და იქიდან მომდინარეობს, რომ 40 დღის განმავლობაში დედა არ შედის ტაძარში. .. თორემ დედაზე კარგი ვინ უნდა ესწრებოდეს ნათლობას? როცა 40 დღემდე

ნათლობა

ბავშვი ინათლება (ზოგჯერ ოჯახი რაღაც მიზეზების გამო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას), მხოლოდ მაშინ ვერ შედის დედა ტაძარში, როცა განწმენდის ლოცვა არ წაკითხულა.

ავტორი: ზმნა

01/18/2026

მამა კახაბერ გოგოტიშვილიმითი და სინამდვილენათლიანათლობა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024