Logo

სასარგებლო რჩევები

თუ კუჭის შეკრულობა გაწუხებთ - ექიმი ჯაბა ტყემალაძე გირჩევთ

თუ კუჭის შეკრულობა გაწუხებთ - ექიმი ჯაბა ტყემალაძე გირჩევთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მეცნიერი, მკურნალი, ნუტრიციოლოგი - ჯაბა ტყემალაძე სხვადასხვა სასარგებლო რჩევების ვიდეოებს, სოციალურ ქსელში, უკვე რახანია ათავსებს.

ჯაბა ტყემალაძე - ინტეგრაციული მედიცინის ძალა - ასე ჰქვია გვერდს, სადაც ის რჩევას აძლევს მათ, ვისაც შეკრულობა აწუხებს და სწორი ნაწლავის გათავისუფლებას ყოველდღე ვერ ახერხებს.

ჯაბა ტყემალაძე: სანამ კუჭნაწლავის დისბაქტერიოზს დაძლევთ, რაც იოლი საქმე არ არის, მანამდე შესაძლოა შეგაწუხებთ კუჭის შეკრულობამ.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?

ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით უნდა ხდებოდეს სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის დაფერთხვა. ძირითადი მიკრობების უმეტესობა სწორ ნაწლავშია.

თუ დღეგამოშვებით მაინც არ იფერთხება მსხვილი ნაწლავი, დილით უნდა სცადოთ მიირთვათ უნალექო, ხსნადი ყავა ძმრით.

ყავა უნდა მოამზადოთ არა ბოლომდე ადუღებული წყლით, არამედ ადუღებამდე მიყვანილი წყლით. შიშინს რომ დაიწყებს და 75-80 გრადუსამდე გაცხელდება, მაშინ დაასხით ერთ კოვზ ყავას და ჩაამატეთ ნახევარი კოვზი ღვინის ძმარი. ეს ღვიძლის ფუნქციების და კუჭის ტონუსში მოყვანას გამოიწვევს, რაც ძველი, ღამენათევი კუჭის წვენის წვრილ ნაწლავში გადასვლით გამოვლინდება. პერისტალტიკა მოყოჩაღდება.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ

ავტორი: ზმნა

11/26/2025