
10/28/2025
"ზმნაზე" თქვენ ნახავთ რუბრიკას "დღის იუბილარი", სადაც იმ დღის ცნობილი იუბილარების საინტერესო ნააზრევს წაიკითხავთ, ვისი დაბადების დღეც არის.
დღეს, 28 ოქტომბერს, მწერალი ნაირა გელაშვილი 78 წლის გახდა. გადახედეთ ამონარიდებს მისი მოთხრობებიდან.
***
"იმისდა მიუხედავად, კარგია ცხოვრება თუ ცუდი, მძიმეა თუ გასახარელი, რაც დაგემართა, მთავარი ის არის, აზრს მიაგნო, რა რატომ ხდება.“
***
“Ბედისწერას ყველა კი არ აინტერესებს, სადა აქვს ამდენი დრო, ყველას აღზრდაზე და გამოწვრთვნაზე იზრუნოს. Ზოგს ერთხელაც კი არ შეხედავს სიკვდილამდე.“
***
“თუ სიკვდილი ერთხელ მაინც არ განგიცდია, უფლება არა გაქვს ვინმეს სიცოცხლე სიკვდილით დაამთავრო.“
***
“თუ მარტო ის აკეთე, რაც შეიძლება, მოწყენილობით მოკვდები.“
***
“წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო სუვენირად, როცა ამქვეყნიდან გუდა-ნაბადს აიკრავ.“
გააზიარე სტატია