Logo

"თუ მეხსიერება გაგიუარესდათ, მე გასწავლით, რა ანალიზები უნდა აიღოთ" - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

"თუ მეხსიერება გაგიუარესდათ, მე გასწავლით, რა ანალიზები უნდა აიღოთ" - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

05/13/2026

ტექსტის ზომა

მეხსიერების დაქვეითებას თავისი სხვადასხვა მიზეზი აქვს. ის მხოლოდ ასაკში შესულ ადამიანებს არ ახასიათებთ. ამის მიზეზი სხვადასხვა ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს. ექიმი გიორგი ღოღობერიძე შემდეგ რეკომენდაციას იძლევა.

გიორგი ღოღობერიძე: თუ მეხსიერება გაგიუარესდათ, ვერ იმახსოვრებთ ახალ რაღაცებს და ძველიც უკვე გავიწყდებათ, მე გასწავლით 8 ანალიზს, რომლის ჩატარება მოგეხმარებათ დაადგინოთ ამის გამომწვევი მიზეზი.

  1. სისხლის საერთო ანალიზი. აქ ჰემოგლობინს უნდა დააკვირდეთ. ქალების შემთხვევაში 12-16 ერთეული უნდა იყოს. 12 ერთეულზე ნაკლების შემთხვევაში, ადამიანს აქვს ანემია. ანემიის დროს ჟანგბადი ნაკლებად მიეწოდება ტვინს. მეხსიერების დაქვეითება კი, ამასთან პირდაპირ კავშირშია.
  2. შეამოწმეთ ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა.
  3. გააკონტროლეთ ფარისებრი ჯირკვალი. თუ ის არ მუშაობს ან მუშაობს დაქვეითებულად, ეს უკვე პრობლემაა. გადაამოწმეთ TSH. თუ ის მაღალია, ფარისებრი ჯირკვალი სრულფასოვნად ვერ მუშაობს.
  4. გაიკეთეთ შაქრიანი დიაბეტის ტესტი, შეამოწმეთ გლიკოზირებული ჰემოგლობინი. 5.7 პროცეტზე მეტი მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ამ კუთხით სამკურნალო ხართ.
  5. უნდა განსაზღვროთ ჰომოცისტეინის დონე სისხლში
  6. C რეაქტიული ცილა და ელექტროლიტების დალექვის სიჩქარე.
  7. ფერიტინის შემოწმება ყოველთვის საჭიროა. თუ ფერიტინი დაბალია, ეს ნიშნავს, რომ სხეულში რკინის მარაგი დაბალია, ეს მეხსიერების გაუარესებაზე მოქმედებს.
  8. დაგჭირდებათ შემოწმება მძიმე მეტალებზე, ტყვიასა და ვერცხლის წყალზე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026