ბიზნეს ამბები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბიზნესში წარმატების ფორმულა ხშირად ფინანსურ მოგებასთან ასოცირდება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში მიდგომები მკვეთრად იცვლება.
რა არის მთავარი - ფული და აღიარება თუ ინოვაციური იდეები და იმ საქმის კეთებაა, რომელიც საზოგადოებას რეალურ პროგრესს მოუტანს?
ამ თემაზე ისაუბრეს „კაცმანის პოდკასტის“ მორიგ ეპიზოდში, ქართული ხელოვნური ინტელექტის (AI) სტარტაპის, Datamind-ის დამფუძნებლებმა ვახო ბურჭულაძემ და რატი კუნჭულიამ.
„ფული და წარმატება, ასე ვთქვათ, არის შედეგი და არა მიზანი. თუ მიზანია ფულია და არა შედეგი, მაგ შემთხვევაში არ მგონია, რომ რამე შეიქმნას, მით უმეტეს ინოვაციური. იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ძალიან წარმატებული ბიზნესები აქვს, რომელსაც ძალიან მაგარი შემოსავლები აქვს, მოგება აქვს... თუმცა არის ფულზე ორიენტირებული და ასეთი ტიპის ბიზნესები და ასეთი ტიპის ინდუსტრიები, რატომღაც ჩემთვის საინტერესო არ ყოფილა არასდროს.
რა თქმა უნდა, ნორმალური ცხოვრება და რაღაცა მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველა ადამიანს სურს და ეგ ბუნებრივია, ჩვენც არ ვართ მეცენატები რა თქმა უნდა, ბიზნესს ვაკეთებთ და ორგანიზაციას ვქმნით, მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას. თუმცა, აზრობრივად და არსობრივად მთავარი უფრო მეტად ის შედეგია, რომელიც ავტომატურად დადგება, თუ იმას განვახორციელებთ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ინოვაცია უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ფული. და "დღევანდელი კვერცხის და ხვალინდელი ქათმის" ამბავია თავიდან ბოლომდე,“ - ამბობენ ახალგაზრდა ბიზნესმენები.
05/21/2026