Logo

ტაბლოიდი

"თუ მოუვლით ჩემს მანქანებს, გადავიღებ თქვენთვის სახალისო ვიდეოებს" - ნინო მუმლაძის ვიდეომიმართვა

"თუ მოუვლით ჩემს მანქანებს, გადავიღებ თქვენთვის სახალისო ვიდეოებს" - ნინო მუმლაძის ვიდეომიმართვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პოპულარული მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი მხიარული ისტორიები სოციალურ ქსელებში ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს. საზოგადოება განსაკუთრებული სიყვარულით ელოდება და ხვდება მის თითოეულ გამოსვლას. '
როგორც ჩანს მსახიობს პირადადაც ხშირად სთხოვენ მეტად იაქტიუროს სოციალურ პლატფორმებზე.
რამდენიმე დღის წინ ნინო მუმლაძემ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც მაყურებელს დეტალურად აუხსნა, რატომ ვერ ახერხებს ინფლუენსერობას.

„დღეს ალბათ უკვე მეათასედ მკითხეს, რატომ არ ვარ ინფლუენსერი და რატომ არ ვიყენებ ჩემს გარკვეულ ცნობადობას იმისთვის, რომ ინტერნეტშიც მოვიპოვო პოპულარობა, რატომ არ ვწევრიანდები TikTok-ზე...

განა წინააღმდეგი ვარ, განა არ მაქვს სურვილი და განა უარზე ვარ? ვარ ორი თეატრის მსახიობი, მესამე თეატრში ვარ მიწვევით. მყავს ორი მანქანა. ერთი მანქანით მე დავდივარ, მეორე მანქანას ვაქირავებ ხოლმე და ვცდილობ, რომ ამითაც რაღაცა გარკვეული შემოსავალი მქონდეს. ამ მანქანების მოვლა და გაკეთება, ხელოსნებთან ტარება, გაქირავებისას მძღოლის შერჩევა, მათთან კომუნიკაცია, ხელფასების დათვლა, რა თქმა უნდა, არის სრულად ჩემი მოვალეობა.

ასევე, ბუნებრივია, ვიხდი ამ ყველაფრის სესხებს, ვიხდი კომუნალურებს, ვიხდი დაზღვევას...

ჰო, ვარ მარტოხელა დედა, კი მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ ჩემი შვილია და, ბუნებრივია, მე ვზრდი...

ჰოდა, რატომ ვაკეთებ ახლა ამ ჩამონათვალს? თუკი ვინმე ხართ ამ ქვეყნად ისეთი ადამიანი, რომელიც მოხვალთ და მანქანებს მაინც მოუვლით (იმიტომ რომ, მაგალითად, ახლა უკვე ერთი კვირაზე მეტია ერთი მანქანა დაშვებული ბორბლით მიდგას ეზოში, იმიტომ რომ ბავშვი ავად მყავდა და ვერ მოვიცალე, რომ დისკი გავაკეთო)... სიამოვნებით გადავიღებ თქვენთვის სახალისო ვიდეოებს!“ - ამბობს მსახიობი ვიდეო მიმართვაში.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

03/13/2026

ვიდეოინფლუენსერობამსახიობინინო მუმლაძე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024