Logo

ყველაფერი ბავშვებზე

თუ სახლში ცელქი ბავშვი გყავთ, შესაძლოა მომავალ ლიდერს ზრდიდეთ - ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე

თუ სახლში ცელქი ბავშვი გყავთ, შესაძლოა მომავალ ლიდერს ზრდიდეთ - ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვები, რომლებიც გამუდმებით მოძრაობენ, უამრავ კითხვას სვამენ, ყველაფრის მოსინჯვა სურთ და წესებსაც არღვევენ, უფროსებს რთულად აღსაზრდელ მოზარდებად მიაჩნიათ. თუმცა ბავშვთა ფსიქოლოგები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ბევრი თვისება, რომელსაც ბავშვობაში „ცელქობად“ მივიჩნევთ, მომავალში წარმატებისთვის მნიშვნელოვან რესურსად შეიძლება იქცეს.

გიორგი ჩოგოვაძე

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ასეთი ბავშვები ხშირად ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან. მათ საკუთარი აზრი აქვთ, არ კმაყოფილდებიან მხოლოდ მითითებების შესრულებით და ცდილობენ თავადაც იპოვონ პასუხები.

ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს თანატოლებთან. ისინი ხშირად ხდებიან ინიციატორები, იდეების ავტორები და ლიდერები.

ცელქი ბავშვი

გიორგი ჩოგოვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხშირი შენიშვნებისა და სირთულეების ფონზე ასეთი ბავშვები გამძლეობას სწავლობენ. სწორედ ეს უნარი ეხმარებათ მომავალში, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღება ან რისკზე წასვლა უწევთ.

"ცელქი ბავშვები მომავალში წარმატებული ადამიანები ხდებიან აი იმიტომ:

  • ბავშვობიდანვე ლიდერები არიან;
  • მათთვის სიტყვა „ვერ შეძლებ“ მხოლოდ მოტივაციაა;
  • არ ემორჩილებიან ბრმად წესებს და საკუთარი აზრის დაცვა შეუძლიათ;
  • ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს სხვებთან და ჯგუფში ლიდერის როლს იკავებენ;
  • ხშირი შენიშვნების ფონზე სწავლობენ გამძლეობას და თვითკონტროლს;
  • არ ეშინიათ წარუმატებლობის და სწორედ ამით იზრდებიან;
  • მზად არიან რისკისთვის და სიახლეებისთვის, რაც წარმატების საწინდარია;
  • კედლები მათი პირველი ნახატების გალერეაა;
  • არ ეშინიათ შეცდომების დაშვების;
  • აზროვნებენ დამოუკიდებლად;
  • იბრძვიან საკუთარი აზრისთვის;
  • არასდროს ნებდებიან;

თუ სახლში ცელქი ბავშვი გყავს — გილოცავ! მომავალ ჩემპიონს ზრდი," - ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

ავტორი: ზმნა

06/16/2026

გიორგი ჩოგოვაძეფსიქოლოგიცელქი ბავშვი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024