სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები, მაგალითად, კარაქი, ყველი და ხაჭო გამდიდრებულია მინერალებით: კალცი, ფოსფორი, B ვიტამინი, კალიუმი და D ვიტამინი. ამასთანავე, ის ცილების არაჩვეულებრივი წყაროა. რძის პროდუქტების ყოველდღიურ მოხმარებას შეუძლია თავიდან აგაცილოთ ძვლოვანი სტრუქტურის დარღვევები - ოსტეოპოროზი და ძვლების მსხვრევადობა. დაგეხმაროთ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში.
კარაქი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რძის პროდუქტია. ის ბავშვების და მოზარდების სწორ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. წარმოგიდგენთ რამდენიმე სარგებელს, რომელსაც სუფთა რძით დამზადებული ნატურალური კარაქის ყოველდღიურად მირთმევით მიიღებთ.

კარაქში არსებული ვიტამინ К2-ის მაღალი შემცველობა ხელს უშლის კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარებას. ის აფერხებს როგორც სახსრებში მარილის წარმოქმნას, ისე კბილებზე კარიესის გაჩენას.

თუ წონაში დაკლების დიეტაზე ხართ უნდა მიირთვათ – დღეში არაუმეტეს 10 გრამისა;
როგორ გავიგოთ, ნატურალურია თუ არა კარაქი?
1. გაყინვა
კარაქის ნატურალურობის შესამოწმებლად მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მეთოდია მისი გაყინვა. გაყინული კარაქი გამოიღეთ და შეეცადეთ, დანით დაჭრათ ისე, რომ გალღობას არ დაელოდოთ. თუ კარაქი იდეალურ ნაჭრებად იჭრება და არ იმტვრევა, თქვენ წინაშეა 100%-ით მცენარეული ცხიმებისგან დამზადებული ფალსიფიცირებული „კარაქი“. ნატურალური გაყინული კარაქი დაჭრისას იმტვრევა/იფშვნება და მისი პურზე წასმა ძნელია, სანამ არ გადნება.
2. ცხელი წყლის ტესტი
მოჭერით კარაქის პატარა ნაჭერი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი. დაელოდეთ, სანამ ცხიმი მთლიანად არ გადნება. ნატურალური კარაქი გაიხსნება და წყალს რძისფერ შეფერილობას მისცემს, ზედაპირზე კი რძის ცხიმის (ერბოს) ფენა წარმოიქმნება (არა მცენარეული ზეთის ფენა – ამის გარჩევა მარტივია). თუ კარაქი ცხელ წყალში კოშტებად იხსნება, მაშინ ის არა სუფთა კარაქი, არამედ მარგარინისა და კარაქის ნარევია.
3. ტაფაზე გაცხელება
შეამოწმეთ კარაქის ნატურალურობა ტაფაზე გაცხელებით. თუ კარაქი გადნობისთანავე ყავისფერი ან შავი გახდება და ჭვარტლს წარმოქმნის, მაშინ ის ნამდვილი არ არის. ნატურალური კარაქი ოქროსფრად დნება.
4. ოთახის ტემპერატურა
კარაქისა და მცენარეული ცხიმების დნობის ტემპერატურა განსხვავებულია. მაგიდაზე დატოვეთ კარაქის ნაჭერი და დააკვირდით: ნამდვილი კარაქი უფრო მალე დარბილდება, შემდნარივით გახდება. მარგარინი გაცილებით ნელა დნება და, შესაბამისად, ოთახის ტემპერატურაზე ფორმას უკეთ ინარჩუნებს.

05/03/2026